მიმდინარე წლის 7 მარტს სსმმ აკადემიის პროფკომიტეტმა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საზეიმო შეხვედრა, მიძღვნილი დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 3 და 8 მარტისადმი.
შეხვედრას ესწრობოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ.ალექსიძე, ვიცე-პეზიდენტი – აკად. გ.ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ა.გიორგაძე, აკადემიკოსები: ო.ქეშელაშვილი, ჯ.გუგუშვილი და აკადემიის სხვა თანამშრომლები. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე “საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის” თავმჯდომარე, ბატონი გიორგი დიასამიძე.
შეხვედრა გახსნა და ქალბატონებს საზეიმო დღეები მიულოცა აკადემიის პროფკომუტეტისთავმჯდომარემ, დოქტ. გ.მოსაშვილმა. ის ასევე შეეხო აკადემიის პროფორგანიზაციის მუშაობას, ორგანიზაციულ ცვლილებებსა და არსებულ ვითარებას.
შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა გ.დიასამიძე, რომელმაც ქალბატონებს მიულოცა საზეიმო დღეები და ისაუბრა “საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის” მუშაობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. დასასრულს მან დარგობრივი პროფესიული კავშირის სახელით, საზეიმო დღეებთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო (ასი ლარი) გადასცა ქალბატონ ეკატერინე მიგრიაულს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქალბატონებისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი – “ქალო გულის ვარდი ხარ”, წაიკითხა აკად. ო.ქეშელაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა ქალის როლზე ქართულ ცნობიერებაში.
ქალბატონებს საზეიმო დღეები მიულოცეს აკად. ა.ალექსიძემ, აკად. გ.ჯაფარიძემ; მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ბ.ცერცვაძე, ტ.ბახტაძე, ქ.ჭიპაშვილი. საზეიმო დღის აღსანიშნავად სიმღერა შეასრულა ქალბატონმა ქ.სამხარაძემ.
სხდომის პარალელურად ეკრანზე ნაჩვენები იყო საზეიმო დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.
დასასრულს, პროფკომიტეტის თავმჯდომარემ თითოეულ ქალბატონს გადასცა ორიგინალურად გაფორმებული მისალოცი ბარათი, რომლის მეორე გვერდზე დაბეჭდილია აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ლექსი “ქალო გულის ვარდი ხარ”.