მიმდინარე წლის 12 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების წევრების მონაწილეობით საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყო გასვლითი მრგვალი მაგიდა თემაზე: „მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
აღნიშნულ საკითხზე მოხსენება გააკეთა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კუპრავამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუზეუმის შექმნის ისტორია, არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების გეგმები.
მეაბრეშუმეობის დარგის თანამედროვე მდგომარეობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეიბის მეცნიერებათა დოქტორმა ნარგიზ ბარამიძემ.
აკადემიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მუზეუმის ბიბლიოთეკა, გაეცნენ აბრეშუმის პარკის, საღებავების, პეპლების, მაქმანის და გრენის კონტეინერების კოლექციებს.
სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი რ.კიკვიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მ.კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნ. მამუკელაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა.