საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფიტოსანიტარული მეთოდების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში 11–14 მარტს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფიტოსანიტარულ მეთოდებს. კონფერენციის მუშობაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს 26 ქვეყნის მეცნიერები, რომელთა შორის არიან ევროპის წამყვანი ქვეყნების, აზიის, აშშ-ს, რუსეთის, ავსტრალიის, ასევე ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკდემიკოსი გ. ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ა.გიორგაძე, აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი და გ. მარგველაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი მ. ბარვენაშვილი.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართველი მეცნიერების წარმატებულ გამოცდილებას და მავნებლის გასანადგურებლად გატარებულ ღონისძიებებისა და მეთოდების განიხილვას. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით განიხილავენ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის სხდომაზე.
კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაჟღერდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე განხილული იყო ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ქართველი მეცნიერების მავნებელთან ბრძოლის პროცესში. აღინიშნა, რომ 2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებული იქნა 790 000 ჰექტრამდე ფართობი.
აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი და ქართველი მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებას. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 4 ძირითადი მიმართულება: 1) აქტიური საინფორმაციო კამპანია – რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; 2) მონიტორინგი – რაც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; 3)აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები– მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; 4) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები– საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს ქვეყნის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში. თხილის კულტურაში მავნებელთან და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებს გადასცემს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.
საეთაშორისო კონფერენცია, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით გაიმართა.