საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2018 წლის პრემია აგრარულ დარგში
საუკეთესო ნაშრომებისათვის
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა თავისი გადაწყვეტილებით (ოქმი #2, 22 თებერვალი, 2019 წელი) დაამტკიცა კონკურსის შედეგები აგრარულ დარგში ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის 2018 წლის პრემიების მინიჭების შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2018 წლის პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის მიენიჭათ:
1. 0101-აგრონომია - „სუბტროპიკული კულტურები“ - სახელმძღვანელო, ავტორი რეზო ჯაბნიძე;
2. 0103-მეცხოველეობა - „სათიბ-საძოვრების მცენარეთა ატლასი“ - გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი, ავტორი იოსებ სარჯველაძე;
3. 0104 სასურსათო ტექნოლოგია-„ სურსათის უვნებლობა“ - სახელმძღვანელო, ავტორი ქეთევან ლაფერაშვილი;
4. 0105-სატყეო საქმე, „აჭარის ტყის იშვიათი სახეობების ინვენტარიზაციის მასალები“- გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი, ავტორები ნანა გოგინაშვილი, ირინა თვაური, ზურაბ მანველიძე;
5. 020305-აგრობიზნესის მენეჯმენტი „მენეჯერული ეკონომიკა“ - სახელმძღვანელო, ავტორები ეთერი ხარაიშვილი, მარინა ჩავლეიშვილი, ნინო დამენია, ცირა მიქატაძე;
6. 0415-აგროინჟინერია „მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია“ ,სახელმძღვანელო, ავტორები ზაურ ფუტკარაძე, რომან მარგალიტაძე, მერაბ მამულაძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ულოცავს აკადემიის 2018 წლის პრემიის ლაურეატებს ამ მეტად საპატიო ჯილდოს და უსურვებს მრავალ წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.