საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

პროფესორი ნიკოლოზ ხომიზურაშვილი - 125

სიახლეები

 

11  2025 წელს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ხომიზურაშვილს.

ნ. ხომიზურაშვილი დაიბადა 1900 წლის 19 სექტემბერს, კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში, 1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დატოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. საკითხების გასაცნობად გერმანელი მეცნიერების კეთილი ნებითა და ხარჯებით ნიკოლოზ ხომიზურაშვილი გაეცნო საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიის და დანიის გენეტიკისა და სელექციის სადგურებს.

1927 წელს ნ. ხომიზურაშვილმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი „ციტოლოგიური კვლევა რუბუსის პოლიპლოიდებზე“, მეორე შრომა კი მიუძღვნა ბლის ზოგიერთი ჯიშის სტერილობის მოვლენის შესწავლას. ამ შრომებმა მას დიდ პოპულარობა მოუტანა. 1928 წელს იგი აირჩიეს საფრანგეთის მეხილეობის ეროვნული საზოგადოების წევრად. 1928 წლის დამლევს სამშობლოში დაბრუნებამდე მას ხელმძღვანელმა მეცნიერებმა შესთავაზეს გერმანიაში დარჩენა, აგრეთვე სხვადასხვა სამუშაო ადგილი, მაგრამ ვერ დაითანხმეს - ნიკოლოზ ხომიზურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

იგი გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე და დეკანი, შემდეგ საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მუშაობის პერიოდში მისი ინიციატივით ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა მებაღეობა-მევენახეობის უნიკალური მუზეუმი, აღწერილი ჰქონდა საქართველოში კულტივირებული ხეხილის ჯიშების სახეობები და მათი კლასიფიკაცია; აკად. ნ. ხომიზურაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო

ნაშრომები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასი, მეხილეობის სახელმძღვანელოები და „მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის „საქართველოს მეხილეობის“ ოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთერთი ფუძემდებელი იყო. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიოლოგიას და ციტოგენეტიკის საკითხებს. ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. მის მიერაა აღწერილი ლეღვის ახალი სახეობები და მათი კლასიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ 1961 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ეწვია საქართველოს, მან რესპუბლიკის აქტივის კრებაზე წამოაყენა წინადადება, რომ საქართველოში, კახეთის ვაკეებზე, ვაზი გაეჩეხათ და მის ადგილას „მინდვრის დედოფალი“ სიმინდი დაეთესათ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეეწინააღმდეგა ამ წინადადებას, ბატონო ნიკოლოზი იყო – მან ხრუშჩოვს ხავერდის ყუთში ლამაზად ჩალაგებული ყურძნის ნიმუშები მაგიდაზე დაუდო და დაუსაბუთა, რომ მისი აზრი მცდარი იყო. მისი გამოსვლა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ საბოლოო სიტყვაში ნ. ხრუშჩოვმა თქვა: „...შეიძლება პროფესორი მართალიც არისო“. ამით ვაზის გაჩეხვის და სიმინდის თესვის საკითხი იქვე მოიხსნა. სტუმარმა ბატონ ნიკოლოზს დიდი მადლობა გადაუხადა და „ცეკას“ მდივან ვასილ მჟავანაძეს კი უთხრა „ამ პროფესორის სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთო“. სტუმარი წავიდა, აქტივის სხდომა დამთავრდა და მონაწილენი მისცვივდნენ ბატონ ნიკოლოზს: „როგორ გაბედე ასეთი საპროტესტო სიტყვით გამოსვლა, როგორ არ შეგეშინდაო“. მან კი უპასუხა „რა დროს შიში იყო, საქართველო იღუპებოდაო“. რამდენიმე თვის შემდეგ, კრემლის მითითებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომლის ვიცე-პრეზიდენტი აკად. ნ. ხომიზურაშვილი იყო, გაუქმდა. მან კი სიმწრით ჩაიცინა და თქვა „ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“.

აკად. ნ. ხომიზურაშვილი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებით და მედლებით, საერთაშორისო გამოფენების საპატიო მედლებით, ხოლო 1966 წელს ბატონ ნიკოლოზის უმწიკვლო მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დააფასა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და ნიკოლოზ ხომიზურაშვილს შრომის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

პროფესორი ნ. ხომიზურაშვილი გარდაიცვალა 1971 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი