მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრის შედეგების შესახებ.
დაადგინეს: ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად და ორი კვირის ვადაში წარმოდგენილი იქნას აკადემიაში დამუშავებული საინვესტიციო პროექტები სამინისტროში წარსადგენად.
მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის _ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად და ივლისის ბოლომდე წარმოდგენილი იქნას კანონის გარშემო გამოთქმული წინადადებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროში წარსადგენად.
მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია 2016 წლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის” მზადების შესახებ.
დაადგინეს:
1. წარმოდგენილი ინფორმაცია და შესრულებული სამუშაო შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
2. გაფორმდეს ხელშეკრულებები ინდ. მეწარმეებთან, კონფერენციის მიმდინარეობის დროს 2016 წლის 28, 29 და 30 სექტემბერს გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებულად ჩატარების შესახებ.
მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის დირექტორის, დოქტორ ლევან უჯმაჯურიძის მოხსენება სამეცნიერო –კვლევითი ცენტრის 2015 წლის საქმიანობის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად, გათვალისწინებული იქნას აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და სამეცნიერო ცენტრის 2015 წლის საქმიანობა შეფასდეს დადებითად.