განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: თენგიზ ყურაშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
განყოფილების სწავლული მდივანი:
განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:
_ აგროსასურსათო სექტორში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, პროგრესული და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნის, სწავლება-კონსულტირებისა და მეწარმეთა ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბების გზით;
_ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პირობებში მეცხოველეობის დარგის თვითმყოფადობის შენარჩუნება საქართველოს ბუნებრივი და სამეწარმეო თავისებურებების Gგათვალისწინებით;
_ მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
_ აგროსასურსათო სექტორის მეცხოველეობის პროფილის ინსტიტუტების, სამეცნიერო ცენტრების, სასწავლო ინსტიტუტების სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის განხილვა და წლიური ანგარიშების მოსმენა;
_ განყოფილების წევრების: აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ინდივიდუალური გეგმების განხილვა და ანგარიშების მოსმენა;
_ აკადემიის პრეზიდიუმსა და საერთო კრებაზე განსახილველი საკითხების მომზადება, რეკომენდაციის მიცემა კვლევის ცალკეული შედეგების სამთავრობო დონეზე განხილვისათვის;
_ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის შემადგენლობაში ასარჩევი ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემების პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
_ განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებსა და უახლოეს მიღწევებზე;
_ წარმოებაში დასანერგად მომზადებული რეკომენდაციების განხილვა და მათთვის მეცნიერული შეფასების მიცემა.
მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების შემადგენლობა:
1. გუგუშვილი ჯემალი
2. გიორგაძე ანატოლი
3. ტყემალაძე გურამი