საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

 

საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 17 ივნისს, აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებამ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. სემინარი ჩატარდა დევიზით: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

            სემინარს ესწრებოდნენ: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნუგზარ ბაღათურია, იუზა ვასაძე, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, სოფლის მეურნეობის დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი.

            სემინარი გახსნა აკადემიკოს-მდივანმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მასში შემავალმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან გარემო ამ ნეგატიური მოვლენისაგან და დააფინანსონ საჭირო პრევენციული პროგრამები.

            ამის შემდგომ სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - „გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 17 ივნისი“ და სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი 1. „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ და 2. “კლიმატის ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს დამლაშებული ნიადაგების ფართობის ზრდაზე, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის გაუარესებაზე“.

            აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. არსებობს წარმოდგენა - თითქოს უდაბნო ეს სრულიად უდაბური ადგილია, მაგრამ სინამდვილეში ის არის მკაცრ პირობებთან ადაპტირებული უამრავი ცხოველისა და მცნარის საარსებო გარემო. დედამიწის მოსახლეობის 1/6 ნაწილი უდაბნოს პირობებში ცხოვრობს. ადამიანებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან უდაბნოს შესახებ და აუცილებელია გაიმიჯნოს უდაბნო გაუდაბნოებისაგან. არავინ არ იცის რამდენი ცივილიზაციაა დამარხული ქვიშის ქვეშ, ან რამდენი საიდუმლოა კიდევ აღმოუჩენელი. ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ უდაბნო არაფრითაა საინტერესო და გამორჩეული, თუმცა თავისი უნიკალური თვისებების გამო მრავალ მოგზაურსა თუ თავგადასავლის მოყვარულს იზიდავ.

            მომხსენებელმა - დოქტორმა რევაზ ლოლიშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, თუ როგორ პირობებში მიმდინარეობს გაუდაბნოება. მან აღნიშნა, რომ გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია სუბჰუმიდურ და არიდულ ადგილებში გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით და ადამიანის საქმიანობით. აღნიშნული პროცესის შედეგია ნიადაგი, რომელზეც ფაქტიურად არაფერი არ იზრდება. ამ პრობლემის წინაშე იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ზედმეტად გულგრილი ვიყავით მიწის მიმართ. ჩვენ ვაწარმოებდით მიწის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას. არარაციონალურად ვიყენებდით და უპასუხისმგებლოდ ვცდილობდით მისგან უკანასკნელი რესურსის ამოღებას. გაუტყურებამ (ტყისგაჩეხვა), ცხოველების გადამატებულმა ძოვებამ, არასწორმა რწყვამ - დააქვეითა და კვლავ მიმდინარეობს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემა. ამ მხრივცეცხლზე ნავთს ასხამსკლიმატის ცვლილებაც. გაუდაბნოებას დაქვემდებარებული ეკოსისტემები ძალზე მგრძნობიარეა. მათ უზარმაზარი ტერიტორიები უკავიათ, მათ შორის მშრალ მიწებს - ხმელეთის ერთი მესამედი.

            გამოსავალს არსებული სიტუაციიდან წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილება სათბურის გაზების ემისიის შემცირებით. ეს შესაძლებელია ფოტოზინთეზის გაძლიერებით. კერძოდ, ცარიელი ფართობების მცენარეებით ათვისებით, ტყის ფართობების გაზრდით, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით და ჯანსაღი ეკოსისტემების აღდგენით.

            წარმოდგენილ საკითხების აქტუალობასა და სემინარის თემის მნიშვნელობაზე თავის აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჩხარტიშვილმა, იუზა ვასაძემ და ნუგზარ ბაღათურიამ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსატის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას.

 

17 ივნისი გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

222222QUDI2021 წელს, გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება, ეთმობა თემას - დეგრადირებული მიწების   გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად. დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსათის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ატმოსფერული ნახშირბადის შებოჭვის სამუშაოების გატარება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პროცესის შენელებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და COVID-19 პანდემიის დასასრული შესაძლოა „მწვანე“ აღდგენის დასაწყისი გახდეს.

            ტყეების, ჭარბტენიანი სავარგულების და სხვა ეკოსისტემების აღდგენა შეარბილებს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და აღადგენს ბუნების დაცვის საშუალებებს სტიქიური უბედურებების და ამინდის ექსტრემალური მოვლენების მიმართ, როგორიცაა: გვალვა, წყალდიდობა, ქვიშის და მტვრის ქარიშხლები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 350 მილიონი ჰექტარი დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა 2030 წლისთვის უზრუნველყოფს ატმოსფეროდან 26 გიგატონამდე სათბურის გაზების მოშორებას. გაეროს ეკოსისტემის აღდგენის დეკადა, რომელიც წელს იწყება, შესაძლებლობას იძლევა მთელს მსოფლიოში გაძლიერდეს ძალისხმევა ეკოსისტემების დაკარგვისა და დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად.

(გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სოფლის მეურნეობის დოქტორის რევაზ ლოლიშვილის სტატიას დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ - იხილეთ ბმულზე)

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მომზადებულია აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენება: „გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე“.  (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

პროექტი

 „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებსაქართველოს კანონის 161 მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე (ივნისი, 2021).

(პროექტისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებსაქართველოს კანონის 161 მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე იხილეთ ბმულზე...)

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

       2021 წლის 02 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკად. ნ. ქარქაშაძე, თავმჯდომარის მოადგილე აკად. ჯ. გუგუშვილი). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. თ.ყურაშვილი, აკად. ა.დიდებულიძე, აკად. გ.გაგოშიძე, პროფ. მ.კერესელიძე, ლ.ბალიაშვილი, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, ვეტ.დოქტ. ნ.ზაზაშვილი, ვეტ.მეცნ.დოქტ. მ.ნათიძე, ვეტ.მეცნ.დოქტ. ჯ.ნაჭყებია, დოქტ. ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. ვ.ქვაჭრელიშვილი, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილი, აგრ.ტექნ დოქტ. ნ.დეკანოიძე, აგრ.მეცნ.დოქტ. ლ.ავალიანი, სოფ.მეურნ დოქტ. გ.ბოჭორიშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ნიკოლოზ ბურდული - თბილისის მერიიდან; ნოდარ ფოფხაძე, ზურაბ კაკულია,

მარინე მარდაშოვა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

       სამეცნიერო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა აკად. ჯემალ გუგუშვილი.

     დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე „ქ. თბილისის შემოგარენში, უძოს მთის მიდამოებში მეწყერული პროცესების განვითარების დინამიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ“ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა აკად. გიორგი გაგოშიძე.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარსდგა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ გენერალური დირექტორი ლაშა ავალიანი. (მოხსენება იხ. ბმულზე)

 ggggggggggggggggggggggggggggg20210602 123027

მოხსენებების ირგვლივ თავისი აზრი დააფიქსირეს ლ. ბალიაშვილმა, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილმა, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ. გოგოლმა, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილმა, აკად. ა. დიდებულიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიიღო შემდეგი დადგენილება: 1. მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს უძოს მთის დამეწყრილი ტერიტორიის გეოლოგიური მედეგობის შესწავლა; 2. უნდა ჩატარდეს ტყის არსებული მასივების ინვენტარიზა ნიადაგის დაძრულ მასებთან ერთად მოთხრილ-მოგლეჯილი, დამსხვრეული მერქნიანი მცენარეების რაოდენობის, მოცულობისა და მათი ცენოტური მდგრადობის შესწავლის მიზნით - მომავალში მსგავსი პროცესების განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი დროული და ეფექტური საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად; 3. მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსდახურთან სასურველია შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ცალკეული მიმართულების პროფესიონალებით, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

(სამეცნიერო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე აკად. გ. გაგოშიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

World Environment Day 2021     გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) შეიქმნა 1972 წლის 15 დეკემბერს. იგი მიზნად ისახავდა წაეხალისებინა გარემოსადმი კაცობრიობის  მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულება, აემაღლებინა ხალხის ცხოვრების დონე და ხარისხი, მომავალი თაობებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

     როგორც გაეროს მთავარი ორგანო გარემოს დაცვის სფეროში, UNEP შეიმუშავებს გლობალურ გარემოსდაცვით პროგრამებს, ხელს უწყობსბუნების გარემოსდაცვითი სისტემების დანერგვას და სტაბილურად უჭერს მხარს დედამიწაზე გარემოსდაცვითი სისტემების მდგრადობას.

         UNEP-ის მმართველი ორგანო, მმართველი საბჭო, რომელიც შედგება 58 ქვეყნის წარმომადგენლებისგან, ყოველწლიურად იკრიბება. პროგრამებს აფინანსებს ეკოლოგიური ფონდი, რომელიც შეიქმნა მთავრობების ნებაყოფლობითი შენატანების ნდობის ფონდების და გაეროს რეგულარული ბიუჯეტიდან მცირე ასიგნაციების მოზიდვის ხარჯზე.

            გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 ივნისს ტარდება. გაეროსთვის ეს დღე ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში იგი საზოგადოების უდიდეს გლობალურ გარემოსდაცვით ეკოლოგიურ-ინფორმაციულ პლატფორმად ჩამოყალიბდა და მას ბოლო წლებში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ტყის   ეკოსისტემების   გარემოს დაცვითი   ფუნქციის  ოპტიმიზაციის გზები  საქართველოში’’ (კონფერენციის ჩატარების თარიღი - 11-12 ივნისი, 2021 წელი).

გაეროს დაცვის მსოფლიო დღისადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდისათვის მომზადდა საინფორმაციო სტატია          „5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე“, ავტორი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

(სტატია 5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე“, იხილეთ ბმულზე).                                                                                          

22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

  BIOMRAVALFEROVNEBIS SAERTASHORISO DGE 2021 12001 წლიდან მთელ მსოფლიოში 22 მაისს აღინიშნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

(International Day for Biological Diversity).     

            ბიომრავალფეროვნება დღეისათვის გამალებით მცირდება. იღუპება მცენარეები, დედამიწის ზედაპირიდან ქრება ტყეები და ცხოველები ... ამის მიზეზი ძირითადად ადამიანის აქტიური ეგოცენტრისტული, მომხმარებლური საქმიანობაა. პლანეტა დედამიწის გულშემატკივარმა მეცნიერებმა სახეობების ბიოლოგიური მრავალფეროვნების სამომავლო ბედის შესახებ შეშფოთება გამოხატეს 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გაეროს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე. მათ მთელ მსოფლიო საზოგადოებას სთხოვეს, პირველ რიგში ყურადღება მიაქციონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ. დღეს ამ კონვენციის მონაწილეა 200-მდე სახელმწიფო. აშკარაა ის მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვიან კონვენციას მიერთებული ქვეყნები: ცოცხალი სახეობების და ეკოლოგიური სისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება და სარგებელის მიღება გენეტიკური რესურსების გამოყენებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყროს დედამიწაზე ფლორისა და ფაუნის მრავალი წარმომადგენლის შეუქცევადი გაქრობის პრობლემისაკენ.

            2021 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ დევიზით: ჩვენ საკითხის გადაწყვეტის ნაწილი ვართ“. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა პირველყოვლისა იმის გამო, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გააცნობიეროს, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება ყველა ჩვენთაგანის ვალია. ამაზე ჯერ კიდევ ბიბლიაშია ლაპარაკი, როდესაც უფალი უბრძანებს ნოეს ყველა სახის სულიერის გადარჩენას. მეორეს მხრივ აუცილებელია გავაცნობიეროთ ისიც, რომ მიუხედავად თანამედროვე მიღწევებისა მოწინავე ტექნოლოგიების დარგში, მსოფლიოს მოსახლეობის არსებობა დამოკიდებულია ბუნების სიჯანსაღეზე, (ეკოსისტემების მდგომარეობაზე) სასმელი წყლის, საკვების და ჰაერის ხარისხზე. კაცობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მომავალი თუ მას ჰარმონიული დამოკიდებულება ექნება მოყვასთან და გარემომცველ სამყაროსთან.

            დღეს საუბარი გვექნება ბუნების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეკოსისტემაზე - ნიადაგზე, რომელიც გამოირჩევა თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით.

(სოფლის მეურნეობის დოქტორის რევაზ ლოლიშვილის სტატიას „ნიადაგის ბიომრავალფეროვნება“ გთავაზობთ ბმულზე... )

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

თბილისის გარემოსდაცვითი ღონისძიებები

          

 dedamicaმიმდინარე წლის 23 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თბილისის გარემოსდაცვითი ღონისძიებები“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, განყოფილების სტიპენდიატები: ვ. გულისაშვილის მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე; მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, ს/მ დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სწავლული მდივანი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის ეროვნული კოორდინატორების ჯგუფის წევრები: ბიოლოგიის დოქტორები მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი.

(ინფორმაცია მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ბმულზე)

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

(აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე)

2021 წლის 14 აპრილ ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა (ოქმი #15), რომელზეც მოხსენებით: აგროსტარტაპების მხარდაჭერა და აგრობიზნესის დაფინანსების ახალი მიდგომები“ გამოვიდა ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის წევრი, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი შოთა გონგლაძე.

(ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომის შესახებ იხილეთ ბმულზე).

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა

                                          

download

ითქმის ნახევარი საუკუნეა კაცობრიობა ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო  დღეს.   მთელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს უკვე საყოველთაოდ  აღიარებული ტრადიციაა.  

დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 43-ედ აღინიშნება. წელს მისი მთავარი თემააკლიმატის ცვლილების სახე”- ექსტრემალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო -   ჩვენი დღევანდელობა.unnamed

ყოველ წელს  ამ დღეს  მილიონობით   ადამიანი  მსოფლიოს 192  ქვეყანაში  აღნიშნავს.                           საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან  აღინიშნება.

 ყოველდღიურად  გავუფრთხილდეთ  ჩვენს დედამიწას,  ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!

(დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სსმმ აკადემიის ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2021 წლის 24 მარტს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა #15, რომელზეც მოხსენებით: „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქმიანობა საქართველოში“ გამოვიდა საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი.

აღინიშნა, რომ საქართველოში FAO მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერას, რაც გამოიხატება აქტიურ მუშაობაში როგორც პოლიტიკის, ასევე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით.

ფაოს საქმიანობა საქართველოში ეფუძნება 5 სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც თანხვედრაშია მის რეგიონულ ინიციატივებსა და რეგიონულ პრიორიტეტებთან; ესენია სიღარიბის, სასურსათო საფრთხეებისა და შიმშილის აღმოფხვრა; სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის სექტორების პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება; სოფლად სიღარიბის შემცირება; ინკლუზიური სასოფლო-სამეურნეო და სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვა; მოსახლეობის მედეგობის გაზრდა კრიზისებისა და საფრთხეების მიმართ, რაც ასახულია 4 პრიორიტეტულ მიმართულებაში:

მიმართულება 1: ინსტიტუციური განვითარება;

მიმართულება 2: რეგიონული და სექტორული განვითარება - ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება;

მიმართულება 3: სურსათის უვნებლობა ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა;

მიმართულება 4: კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.

ამის გათვალისწინებით, FAO ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ მიზნით გაწეულ იქნა ტექნიკური მხარდაჭერა პოლიტიკის დოკუმენტების, მ.შ. საკანონმდებლო და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისა და მონაცემთა მართვის სისტემების შემუშავების მიმართულებით, გაძლიერდა კოორდინაცია დონორებთან და უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სექტორული და რეგიონული განვითარების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს სოფლად ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას, რისთვისაც მიმდინარეობს სოფლად სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმებით წინასწარ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ისეთი დარგების მხარდასაჭერად როგორიცაა: მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, ხორბლის წარმოება, მერძევეობა და მესაქონლეობა. მოხდა ფინანსური რესურსების გამოყოფა სარწყავი სისტემების დასაფინანსებლად.

ორგანიზაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიმატის ცვლილებას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კარგი სასოფლ-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებებს. აღნიშნული თემატიკის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ველად, სადემონსტრაციო საქმიანობების მიმართულებით.

2013 წლიდან გაძლიერდა თანამშრომლობა ევროკავშირთან და შედეგად გაწეულ იქნა სამუშაოები ტექნიკური მხარდაჭერის, ასევე ექსტენციისა და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების განვითარების მიმართულებით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პოზიციონირებს როგორც ძლიერი პარტნიორი როგორც სახელმწიფო ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის და საკუთარი გლობალური რესურსების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა, ნუგზარ ბაღათურია, ალექსანდრე დიდებულიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, ომარ თედორაძე, ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, დოქტორები ნიკოლოზ კიკნაველიძე და ეკა კაციტაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს FAO -ს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მუშაობის დიდ სოციო-ეკონომიკურ მნიშვნელობას.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com