საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ახალი 2019 წელი

 

 

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *  

აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე – 65

Jabnidze 652019  წლის  18  იანვარს   საქართველოს   სოფლის   მეურნეობის   მეცნიერებათა   აკადემიის   ნამდვილ  წევრს-  აკადემიკოს  რეზო  ჯაბნიძეს   დაბადებიდან  65  და  სამეცნიერო–პედაგოგიური  და  საზოგადოებრივი  მოღვაწეობის  40   წლისთავი  შეუსრულდა. 

         ბატონო რეზო!

       სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემია გულითადად   გილოცავთ  ღირსშესანიშნავ  თარიღებს;  

     გისურვებთ  ჯანმრთელობას,   ხანგრძლივ   სიცოცხლეს,   ნაყოფიერ   შემოქმედებით,  სამეცნიერო–პედაგოგიურ  და  საზოგადოებრივ   საქმიანობას   ჩვენი  ქვეყნის   სასიკეთოდ.

 

 

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *  

 

აკადემიკოსი  გივი  ჯაფარიძე – 75

 

31 japarize 75 a2019 წლის 6  ანვარ  საქართველოს სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს,  აკადემიკოს  გივი   ჯაფარიძეს  დაბადებიდან  75   და სამეცნიერო საგანმანათლებლო   და  საზოგადოებრივი   მოღვაწეობის  5  წლისთავი  შეუსრულდა.

 

ბატონო გივი!

 


       სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემია  გულწრფელა  ილოცავთ   ღირსშესანიშნავ  თარიღებს,  გისურვებთ   ჯანმრთელობას,  ხანგრძლივ   სიცოცხლეს,  ნაყოფიერ   შემოქმედებით,   სამეცნიერო   და  საზოგადოებრივ   მოღვაწეობს   ჩვენი   ქვეყნის სასიკეთოდ

 

 

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის პრეზენტაცია აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე

Achara XII 1

2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის პრეზენტაცია სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა და მისი შემდგომი განვითარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტული სფეროა და წარმოადგენს სოფლად დასახლებული მოსახლეობის შემოსავლების ერთერთ ძირითად წყაროს. ამასთან, მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც დამოკიდებულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულების ცოდნის გაფართოვებაზე.Achara XII 2

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის სოფლის მეურნეობის უმთავრეს სექტორებს წარმოადგენს: მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა. რეგიონში მცირე მიწიანობასთან ერთად დაბალია სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი, რაც განპირობებულია დაბალი აგროტექნიკური ფონით, ამორტიზირებული ნარგავებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დაბალი დონით. შესაბამისად, რომ განხორციელდეს აგროსასურსათო სექტორში პროდუქციის წარმოების ზრდა და საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვ და პროგრამების განხორციელება, , დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც დადებითად აისახება ფერმერებზე, აგრომეწარმეებსა  და ზოგადად მოსახლეობის შემოსავლებზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20192022 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე, იგი შემუშავებულია აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (...-) მიერ წამოდგენილი საჭიროებების საფუძველზე და შესაბამისობაშია აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიებთან.

Achara XII 3პრეზენტაციაზე განხილული იქნა აგრეთვე აკადემიის ინიციატივა, რათა აჭარაში განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირძველი დარგის - მეაბრეშუმეობის აღორძინება და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა უკვე 2018 წელს დაიწყო და განხორციელდა  საინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში, სადაც ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა, რაც აჭარის ფერმერულ მეურნეობებში მეაბრეშუმეობის აღდგენის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

            მინისტრის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზიდიუმზე დამსწრე საზოგადოებაში. დიკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ,  ნ. ჭითანავამ, თ. კუნჭულიამ, ზ. ჩანქსელიანმა, ო. ქეშელაშვილმა, ე. შაფაქიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილმა.

აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ თავის დასკვნით გამოსვლაში აღნიშნა რეგიონალური დარგობრივი სამინისტროს და აკადემიას შორის თანამშრომლობის სრული ჰარმონია, რომელიც ასახულია ამ ორ ორგანიზაციას შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმში და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ბევრ სიკეთეს მოუტანს საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობას, აგრეთვე აჭარის რეგიონის მთავრობის მიმდინარე კურსი სამაგალითო უნდა იყოს ქვეყნის სხვა რეგიონებისათვის. 

 

* * *

 

 მრგვალი მაგიდა

მრგვალი მაგიდა

სოფლის მეურნეობაში წარმატებული პროექტების შესახებ - ორგანიზატორები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და

ტელეკომპანია “საფერავი TV”

 

Mrgv magida 20 XII 2018 1მრგვალი მაგიდის გახსნა - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე

 

2018 წლის 20 დეკემბერს, სსმმ აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია”.

            მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  წევრებმა, აკადემიის აგრარული მიმართულებების დარგობრივმა კოორდინატორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა; მონაწილეთა შორის იყვნენ:   ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური და აგრარულმა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აიპი “ჯორჯიან გაპი”; შ.პ.ს  „ ადმირალი“; შ.პ.ს   „გრინ სოლუშენი“; შ.პ.ს  „ ALLLAgro – Georgia LLC”; შ.პ.ს „ჯეოვეტი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი;Mrgv magida 20 XII 2018 2

           მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმ, აკად. გურამ ალექსიძემ;

მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა საინტერესო მოხსენებები:

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტები, მომხსენებელი: გოჩა ცოფურაშვილი - ტელევიზია “საფერავი TV”;

2. ტელევიზიის  ფუნქცია და ხედვა აგრარული პოლიტიკის ფორმირებაში, მომხსენებელი: დიმიტრი კოსტაროვი - ტელევიზია “საფერავი TV”

 3. კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა, მომხსენებელი: ნოდარ მინდიაშვილი -  აიპი “ჯორჯიან გაპი”;

  4. საერთაშორისო კომპანიის პლატფორმა საქართველოში  სოფლის მეურნეობის      განვითარების შესახებ, მომხსენებელი: ედვარდ ლოზოვსკი - შ.პ.ს 

      „ „ ALLLAgro – Georgia LLC”;

  5. სასოფლო სამეურნეო ბაღების გაშენების თანამედროვე ევროპული   ტექნოლოგიები საქართველოში, მომხსნებელი რომან ჩხენკელი -   შ.პ.ს   „გრინ სოლუშენი“;

   6.  მეცხოველეობაში თანამედროვე ბიოდანამატების გამოყენება და მისი   საწარმოო ეფექტი, მომხსნებელი: მანუჩარ ცეცხლაძე - შ.პ.ს „ჯეოვეტი“;

Mrgv magida 20 XII 2018 3მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწე საზოგადოების შეკითხვებს. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება. გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, არჩილ ვაშაკიძემ,  ჯემალ გუგუშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, პროფ. მარინა გიორგობიანმა, პროფ. ა. მესხიშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დამფუძნებელმა, დოქტ. კ. ლაშხმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მეცნიერების მიმართ, რათა მათ სულყოფილად ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის დარგების წარმატებული პროექტების განხორციელებაში.

მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ, რომელსაც აშუქებს ტელევიზია „საფერავი-ტვ“, პერიოდულად მოხსენდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას პრეზიდიუმის სხდომებზე ან მრგავალი მაგიდის ფორმატით და განხილვის შედეგად  მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობოს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და მოსახლეობის ფართო ფენებს.

  

სამეცნიერო ექსპედიცია-სემინარი

სამეცნიერო ექსპედიცია-სემინარი ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრში

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია - სემინარი ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, რომლის საქმიანობის მიზანია აგრარულ სფეროში, მედიცინასა და ეკოლოგიაში ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორცილელება.

ცენტრის საქმიანობის  სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაციები გააკეთეს ცენტრის ხელმძღვანელებმა - აკადემიურმა დოქტორმა

ნ. ზაზაშვილმა და მ. ჭიჭაყუამ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოხსენებებ და რეკომენდაციებით გამოვიდნენ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი,   აკადემიკოსი ყურაშვილი და პროფესორი ჯ ნაჭყებია. მოხსენებების ძირითადი მიმართულება იყო ვეტერინარიის დარგში ბიოტექნოლოგიური პრეპარატების გამოყენების მნიშვნელობა, კერძოდ სასოფლო სამეურნეო ცხოველთა დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. 

     ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელებმა   მადლობა გადაუხადეს აკადემიის წარმომადგენლებს  დახმარების, რეკომენდაციების და მნიშვნელოვანი წინადადებებისათვის, რომელსაც მრავალი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტები სამეცნიერო ცენტრთან ერთად ახორციელებენ.

სამეცნიერო კონფერენცია აკადემიაში

 „ნიადაგის მსოფლიო დღე 2018“

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68- გენერალურ ასამბლეაზე მიღებულიგადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება

niadagis dge logoგაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია.ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთწერია გაეროს ვებგვერდზე.

ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეს ტარდება სხვადასხვა კამპანია, რომელთა მიზანიც ნიადაგის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა

2018 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიადაგის მსოფლიო დღეს.

კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორები იყვნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი აკად. გოგოლა მარგველაშვილი, სწავლული მდივანი დოქტ. რეზო ლოლიშვილი).niadagis dge 1

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, აპარატის თანამშრომელები, მეცნიერები ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ა. წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, აგრარული მიმართულებების მაგისტრები და დოქტორანტები საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტებიდან.

სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და ნიადაგის მსოფლიო დღის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ.

niadagis dge 2კონფერენციაზე ძალზე საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს აკად. გ. მარგველაშვილმა, აკად. თენგიზ ყურაშვილმა, აკად. ზ. ჩანქსელიანმა, დოქტ. გიორგი ღამბაშიძემ და დოქტ. გიზო გოგიჩაიშვილმა (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), პროფ. როზა ლორთქიფანიძემ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გ. გაგოშიძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დოქტ. რ. ლოლიშვილმა (სსმმ აკადემია). კონფერენციის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს  კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.

კონფერენციის დასასრულს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. მარგველაშვილმა ნიადაგმცოდნეობის სფეროში წარმართული ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოეს პროფ. როზა ლორთქიფანიძე, პროფ. ციალა ფიფია (ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი), დოქტ. ალექსანდრე მეგრელიძე (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი) და დოქტ. ტარიელ ჯიაძე.

niadagis dge 3

ქართველი მეცნიერის აღიარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის წევრია 2015 წლიდან.

G Aleqsidze 20182018 წლის 22-23 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. გურამ ალექსიძე არის ცნობილი მეცნიერი საქართველოში და საერთაშორისო მეცნიერულ ასპარეზზე, მის მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობილი შრომები კარგად არის ცნობილი ჩვენში და საზღვარგარეთ, მათ შორის მაღალრეიტინგულ ინფაქტ-ფაქტორიან გამოცემებში.

            მას  გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 17 წიგნი და 10-ზე მეტი ბროშურა. მათგან 80-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემებში. აკად.  გურამ ალექსიძის შრომები ძირითადად ეხება სასოფლო - სამეურნეო კულტურების (ვაზის, ხეხილის, ციტრუსების და სხვა) მავნებელ - დაავადებებთან ინტეგრირებულ დაცვას. ის არის ამ მიმართულების ერთ - ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მისი ავტორობით დღესაც მიმდინარეობს კვლევები აგროცენოზებში გავრცელებული მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) ურთიერთდამოკიდებულებაში მათემატიკური მოდელირების სისტემების გამოყენებაზე. ამ მიმართულებით ის ერთ - ერთი პიონერია მცენარეთა დაცვაში არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც.

წლების მანძილზე აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეწევა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე), CGIARFAO, ICARDA, CIMMYT, Bioversiti InterneiSenel, TAP.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პროფ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც.

ვულოცავთ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

მეცნიერების მსოფლიო დღე

 

           2018 წლის 09 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიაში გაიმათა პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.

       Mecnierebis dge 2018 12001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული  მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება  მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ქ. ბუდაბეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის აუცილებლობა ქვეყნებში და საერთოდ მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას გარდა აკადემიის წევრებისა ესწრებოდნენ საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლები, მეცნიერები, მაგისტები და დოქტორანტები.Mecnierebis dge 2018 2

პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა საერთოდ მეცნიერების როლი ქვეყნების განვითარებასა და წინსვლის მიმართულებით და ამ კუთხით გააშუქა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიაში  სამეცნიერო საქმიანობის მიმდინარეობა, ძირითადი მიმართულებები,  აკადემიის მიერ შესრულებული არსებული და პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა რეგიონებში, აკადემიის წევრების მიერ მიმდინარე წელს მომზადებული მონოგრაფიები, პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და სხვა საცნობარო მასალა, აკადემიის მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულების დარგების მეცნიერულ უზრუნველყოფაში და ყველა იმ საკითხების მეცნიერულ გადაწყვეტაში, როგორც მთავრობის მრჩეველი აგრარულ საკითხებში, რომელიც აგრარული სფეროს მეცნიერულ უზრუნველყოფას ეხება.

Mecnierebis dge 2018 3შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ აკადემიკოსები თამაზ კუნჭულია, გოგოლა მარგველაშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა შაფაქიძე, რომლებმაც აღნიშნეს მსოფლიო სამეცნიერო წრეების  და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის დამსახურება და სამეცნიერო წარმატებები აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგებში.


აკად. გივი ჯაფარიძემ მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით აგრარულ სფეროში ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერები:Mecnierebis dge 2018 4

1.      გიორგი ორმოცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევითი სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

2.      გიორგი ღამბაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

3.      კახა სოხაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;

4.      გიორგი მიქაძე -  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი;

5.      რევაზ რუსიეშვილი  - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

6.      სერგო ლომიძე - სოფლის მეურნეობის და ვეტერინარიის დოქტორი;

7.      ნათია ნაცარაშვილი  - შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, ბაქტერიოლოგიური დედოს დამამზადებელი,სოფლის მეურნეობის დოქტორი;

8.      დიმიტრი ნატროშვილი  - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორი;

9.      ვლადიმერ მირუაშვილი  - ტექნიკის დოქტორი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

10. დავით ორმოცაძე  - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2018 წლის მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს წარმატებულ  მეცნიერებს  აგრარულ სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოებას.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში“
ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

 Vinica 2018 1

      მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმაუნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე. იგი პლენარულ სხდომაზე წარსდგა მოხსენებით „საქართველოს მეცხოველეობის განვითარების ტენდენციები და კანონმდებლობამსოფლიო აგრარული სექტორის ზოგიერთი გლობალური საკითხის ფონზე“.

კონფერენციის მუშაობა შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მუშაობაში სულ მონაწილეობდა -32 სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მათ შორის - 9 საზღვარგარეთის (ბოლონიის ვეტერინარული მედიცინის ეროვნული უნივერსიტეტი, ბელორუსიის ხორცისა და რძის წარმოების ინსტიტუტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, კომპანია იოზერის (გერმანია) წარმომადგენლობა ევროპაში, სლოვაკეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ნიტრიში, ლოძის უმაღლესი პრაქტიკული სკოლა (პოლონეთი),  ლიუზიანას შტატის უნივერსიტეტი (აშშ), სოსკოტუნის უნივერსიტეტი (კანადა)). უკრაინის უნივერსიტეტები და კოლეჯები  - 13, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები - 3, საწარმოო მეურნეობები და ორგანიზაციები - 7.

     კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხები შემდეგი მიმართულებით: წარმოების პერსპექტიული ტექნოლოგიები მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სელექციაში, ვეტერინარულ ჰიგიენაში, სანიტარიასა და ექსპერტიზაში; უახლესი ტექნოლოგიები მეცხოველეობასა და მეთევზეობაში; კვების ტექნოლოგიები და ინჟინერია.

       კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სტუდენტებისა და ასპირანტების  მიერ დამზადებული მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა.

      უცხოელი სტუმრებისათვის ორგანიზებული იქნა ექსკურსია ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ჩერნიატინსკისკოლეჯში, დირექტორი სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი ვიტალი კუჩერიავი. სტუმრები გაეცვნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებს, მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის მფლობელობაშია 660 ჰექტარი მიწის ფართობი, ხეხილის ბაღები, მეცხოველეობის ორი ფერმა, რამდენიმე ტბა სადაც ხდება თევზის მოშენება, საფუტკრე მეურნეობა და სხვა. კოლეჯში სწავლობს 400 - ზე მეტი სტუდენტი.

      კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა.

Vinica 2018 2

Vinica 2018 3

 

 

მრგვალი მაგიდა ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით

el scavleba 1 

2018 წლის 24 ოქტომბერს  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში   აკადემიის  აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებისა და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის ჯგუფის ინიციატივით  გაიმართა მრგვალი მაგიდა საერთაშორისო პროექტის -„აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის  გარემოსდაცვით სწავლებაში  (ACCES)” ფარგლებში . el scavleba 2

           

    მრგვალი მაგიდის თემა: „ელექტრონული სწავლება წყლის ინჟინერიაში“.  

 

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა  გივი ჯაფარიძემ. მან მონაწილებს გააცნო აკადემიის მისია და მიზნები, მისი როლი  არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე, მან აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიმართულებთ.  

 

         მოხსენებებით გამოვიდნენ

ვილიბალდ ლოისქანდლი - პროფესორიავსტრიის ვენის ბუნებრივი რესურსებისა და  საბუნებისმეტყველო   მეცნიერებების  უნივერისტეტი (BOKU);

მარგარიტა ჰიმელბაუერი - პროფესორი,   ავსტრიის  ვენის  ბუნებრივი  რესურსებისა   და   საბუნებისმეტყველო     მეცნიერებების   უნივერისტეტი   (BOKU);

მომხსენებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან: პროფესორი ირაკლი ყრუაშვილი - აკადემიის სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორი, პროფესორები ირმა  ინაშვილი   და  კონსტანტინე ბზიავა.

el scavleba 3მომხსენებლებმა აღნიშნეს აკადემიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე ის, რომ გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც ის ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ზოგადი ცნობიერების, ეკოლოგიური საფრთხეებისა და რისკების შესახებ ცოდნის ამაღლებას. პროექტის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში უმაღლესი განათლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, ეკოლოგიური და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, ACCES-ს პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა:

- უნივერსიტეტის შესაძლებლობათა გაზრდას ინოვაციური გარემოს ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის გზით, რომელიც დაფუძნებული იქნება უახლესი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიაზე;

 -  ცოდნის გადაცემის მიზნით, აკადემიური პერსონალის კომპეტენციების ცოდნის გადაცემის მიზნით, აკადემიური პერსონალის კომპეტენციების განმტკიცებას, სწავლებისა და კვლევის არსებული მიდგომების ხარისხის გაუმჯობესებით

- სამეცნიეროპედაგოგიური კვალიფიკაციის რეალიზების მიზნით უმაღლესი განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება და თანაბარი შესაძლებლობების მრავალფეროვნების ხელშეწყობა

- უმაღლესი განათლების სისტემის დინამი კური ჩარჩოს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარება კვლევისა და სწავლების რაციონალურ იდეებზე დამყარებულ აზრთა გაცვლითა და დიალოგით

პროექტის ძირითადი ამოცანებია: არსებული სამაგისტრო სასწავლო პროგრამისწყლის ინჟინერიაel scavleba 4განახლება; ახალი სამაგისტრო სასწავლო პროგრამისგარემოს ინჟინერიაშექმნა, რომელიც დაეფუძნება უახლესი კვლევების შედეგებს, სასწავლო მეთოდებსა და ხერხებს; ახალი მოსაზრებებისა და პერსპექტივების მიღწევის მიზნით პროფესიონალური, კულტურული და პირადი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, სტუ-ს და BOKU-სშორის

მოხსენებების მოსმენის შემდეგ  გაიმართა აკადემიის წევრების და სპეციალისტების საინტერესო გამოსვლები,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს - აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ,  არჩილ ვაშაკიძემ,  ჯემალ კაციტაძემ, აკადემიის  მთავარმა  სპეციალისტმა,  დოქტორმა  გივი მოსაშვილმა,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა დავით გუბელაძემ, დიმიტრი  ნატროშვილმა,  ტექნ.  მეცნ.  დოქტორმა ირაკლი დვალმა.

მრგვალი მაგიდის დასასრულს გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად აქტიურად უნდა ჩაერთონ ზემოთ  აღნიშნული  პროექტის  ძირითადი  შემსრულებლები, აკადემიის მეცნიერები  და შემდეგ უნდა მოხდეს აკადემიის შესაბამის სამეცნიერო განყოფილებაში ამ პროგრამების პერიოდულად  ერთობლივი   განხილვა.

 

  1. ინფორმაცია ქ. პეკინში ჩატარებული კონსულტაციის შესახებ
  2. მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე
  3. საჯარო ლექცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  4. ჩინეთის სპეციალისტების ვიზიტი
  5. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველო - 2018
  6. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
  7. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომისიის რიგით 28-ე კონფერენცია
  8. საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში
  9. საქართველო-კორეის ერთობლივი ექსპედიცია
  10. ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა)

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com