2021 წლის 24 მარტს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა #15, რომელზეც მოხსენებით: „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქმიანობა საქართველოში“ გამოვიდა საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი.
აღინიშნა, რომ საქართველოში FAO მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერას, რაც გამოიხატება აქტიურ მუშაობაში როგორც პოლიტიკის, ასევე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით.
ფაოს საქმიანობა საქართველოში ეფუძნება 5 სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც თანხვედრაშია მის რეგიონულ ინიციატივებსა და რეგიონულ პრიორიტეტებთან; ესენია სიღარიბის, სასურსათო საფრთხეებისა და შიმშილის აღმოფხვრა; სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის სექტორების პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება; სოფლად სიღარიბის შემცირება; ინკლუზიური სასოფლო-სამეურნეო და სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვა; მოსახლეობის მედეგობის გაზრდა კრიზისებისა და საფრთხეების მიმართ, რაც ასახულია 4 პრიორიტეტულ მიმართულებაში:
მიმართულება 1: ინსტიტუციური განვითარება;
მიმართულება 2: რეგიონული და სექტორული განვითარება - ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება;
მიმართულება 3: სურსათის უვნებლობა ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა;
მიმართულება 4: კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.
ამის გათვალისწინებით, FAO ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ მიზნით გაწეულ იქნა ტექნიკური მხარდაჭერა პოლიტიკის დოკუმენტების, მ.შ. საკანონმდებლო და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისა და მონაცემთა მართვის სისტემების შემუშავების მიმართულებით, გაძლიერდა კოორდინაცია დონორებთან და უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სექტორული და რეგიონული განვითარების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს სოფლად ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას, რისთვისაც მიმდინარეობს სოფლად სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმებით წინასწარ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ისეთი დარგების მხარდასაჭერად როგორიცაა: მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, ხორბლის წარმოება, მერძევეობა და მესაქონლეობა. მოხდა ფინანსური რესურსების გამოყოფა სარწყავი სისტემების დასაფინანსებლად.
ორგანიზაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიმატის ცვლილებას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კარგი სასოფლ-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებებს. აღნიშნული თემატიკის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ველად, სადემონსტრაციო საქმიანობების მიმართულებით.
2013 წლიდან გაძლიერდა თანამშრომლობა ევროკავშირთან და შედეგად გაწეულ იქნა სამუშაოები ტექნიკური მხარდაჭერის, ასევე ექსტენციისა და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების განვითარების მიმართულებით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პოზიციონირებს როგორც ძლიერი პარტნიორი როგორც სახელმწიფო ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის და საკუთარი გლობალური რესურსების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.
სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა, ნუგზარ ბაღათურია, ალექსანდრე დიდებულიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, ომარ თედორაძე, ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, დოქტორები ნიკოლოზ კიკნაველიძე და ეკა კაციტაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს FAO -ს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მუშაობის დიდ სოციო-ეკონომიკურ მნიშვნელობას.


2021 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც მოსმენილი იქნა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის მოხსენება და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკად. გივი ჯაფარიძის თანამოხსენება 2020 წელს აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოხსენებებში აღნიშნული იყო ყველა ის საკითხები და ღონისძიებები, რომლებიც განხილული და ჩატარებული იქნა 2020 წელს. აღინიშნა აკადემიის წევრების აქტივობის შესახებ, რომლებიც მათ გამოიჩინეს კოვიდ-19 პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში
სტიპენდიატობის კონკურსანტების მოხსენებების (ინფორმაციები სტიპენდიატების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ) შემდეგ ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატებად არჩეული არიან დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში) და მამუკა ბენაშვილი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში).




გარდაიცვალა
1.1. ზვიად ტიგინაშვილი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი,
2.1.შორენა კუპრეიშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
2.2.ხვიჩა გოჭოშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
2.3. მამუკა ბენაშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ა(ა)იპ საქართველოს
2.4. ივანე კაპანაძე - აგროინჟინერიის აკადემიური დოქტორი,