საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

ვეტერინარიის მსოფლიო დღე

სიახლეები

Veterinariis dge

 

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

სიახლეები

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 23 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა, როგორც თბილისიდან, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ქ. ბათუმიდან (აკად. ზ. ფუტკარაძე).

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ა. დიდებულიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ჯ. კაციტაძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

3. აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ე. შაფაქიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

4. მიმდინარე საკითხები.

       აკად. ა. დიდებულიძის, აკად. ჯ. კაციტაძის და აკად. ე. შაფაქიძის ინფორმაციების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგოინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების წევრებმა - აკადემიკოსებმა ა. ვაშაკიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის სტიპენდიატმა, გ. ქუთელიამ.                 

       აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება მზად უნდა იყოს ევროპის (UEAA) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარებისათვის, რომლის მასპინძლობა UEAA-ს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამასთან დაკავშირებით აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებამ უნდა მოიძიოს ან დაამზადებინოს თვალსაჩინო მასალები ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის, აგრეთვე სამთო მიწათმოქმედების სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, შეარჩიოს მოხსენებების თემატიკა და მომხსენებელები, დაგეგმოს კონფერენციის მონაწილეებისათვის თემატური ექსკურსიების ობიექტები და ა.შ.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოს-მდივანმა აკად. რევაზ მახაობლიძემ, რომელმაც შეაფასა აკადემიის წევრების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები. მანვე ჩამოაყალიბა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარებისათვის.

სამეცნიერო განყოფილების სხდომამ დაადგინა, რომ აკად. რ. მახარობლიძის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების ნუსხა განხილვისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს განსახილველად.

ინფორმაცია

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 22 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, გ. გაგოშიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა დოქტ. გ. ქავთარაძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ლ. დოლიძემ, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების შესახებ.

მომხსენებლები: აკად. გივი ჯაფარიძე და აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენება გააკეთა სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი გაგოშიძემ. (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილე ბმულზე).

მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხი მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით ეხლა, კონოროვირუსის პანდემიის შედეგების ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის სურსათით მომარაგების საკითხები ქვეყნის სოფლის მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს და აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების ექსპორტზე. სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაცვა ქარის მექანიკური ზემოქმედებისაგან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა ქარსაფარი ზოლების განადგურება გამოიწვია და ეხლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, რისთვისაც მეცნიერების გადამწყვეტ სიტყვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

სხდომაზე გამომსვლელებმა ჩამოაყალიბეს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების დაჩქარებული წესით აღდგენის ღონისძიებებს ეხება. ხაზი გაესვა სანერგე მეურნეობების აღდგენის და ქარსაფარ ზოლებში მცენარეთა ჯიშების შერჩევის საკითხებს, ძალზე მნიშვნელოვანია საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოები, აღიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და ა.შ.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრის, აკადემიის სტიპენდიატის, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ გიორგი ქავთარაძის ინფორმაციაში აღინიშნა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ქარსაფარი ზოლების აღდგენის ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე, ინსტიტუტის საქმიანობა ამ მიმართულებით და სხვა.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რევაზ ჩაგელიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მინდორსაცავი ტყის ზოლების აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა არსებული ფრაგმენტების ინვენტარიზაცია, მისი შედეგების ანალიზი კი შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ზოლების სარეაბილიტაციო, ეფექტური სატყეო - სამელიორაციო ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია, მხოლოდ მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების პრეროგატივაა.

ინფორმაცია

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

        2020 წლის 21 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მომხსენებლებმა.

დღის წესრიგი:

1.   ხელოვნურად გამოზრდილი გარეული ფრინველის ინტროდუქციის საკითხებისათვის;

2 .   სტრესული სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალების  „ორნიტოთერაპიის“ შესახებ;

3.რეკომენდაციის „თუთისძლიერმოზარდი, უხვმსხმოიარეშერჩეულიჯიშების

(ჰიბრიდების) წყლისმიერეროზირებულფერდობებზეგაშენება,ნაყოფისსაკონსერვო  (ოჯახური) წარმოებაშიგამოყენება,მიზანშეწონილობადაეკონომიკური ეფექტიანობა“ განხილვა.

4. მიმდინარე საკითხები.

            დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენება გააკეთა აკადემიის სტიპენდიატმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

            დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინა ბარვენაშვილმა (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

დღის წესრიგის მესამე საკითხზე ინფორმაცია გააკეთა რეკომენდაციის რედაქტორმა, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა. აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა (რეკომენდაციის შინაარს გაეცნობით ბმულზე).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეკომენდაცია „თუთისძლიერმოზარდი,  უხვმსხ­მო­იარეშერჩეულიჯიშების (ჰიბრიდების) წყლისმიერ ეროზირებულ ფერდობებზე გაშენება, ნაყოფის საკონსერვო  (ოჯახური) წარმოებაშიგამოყენება, მიზანშეწონი­ლობადა ეკონომიკური ეფექტიანობა“, რომლის ავტორებიც არიან აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილი, აკად. ე. შაფაქიძე და მეცნ. დოქტორი ს. ბერიძე (სსმმ აკადემიის გამომცემლობა „აგრო“, 2020 წელი),  ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს, რომ უფრო გაზარდონ თუთის ხის მნიშვნელობა, რათა იგი გამოყენებული იქნეს წყლისმიერეროზირებულფერდობებზე (სათიბებზე) ფერდობის სათავეში, როგორც ნიადაგების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (ცნობილია, რომ თუთის ხის ვეტიკალური ფესვის სიგრძე 4,0 მეტრს აღწევს, ხოლო გვერდითი ფესვები ნიადაგის დამაგრების საუკეთესო საშუალებაა). აღნიშნული სქემით სათიბების მოწყობის შედეგად შესაძლებელია სათიბებში დამზადებული თივის რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც ფერმერისათვის ეკონომიურად ძალზე მომგებიანი იქნება. რეკომენდაციაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ თუთის ხის ნაყოფის შეგროვებითა და საკონსერვო საწარმოებში ჩაბარებით ფერმერი დამატებით შემოსავალს ღებულობს, ხოლო შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ყლორტებისა და ფოთლებისაგან (ნეკერისაგან) შესაძლებელია მივიღოთ მეცხოველეობის ყუათიანი საკვები ზამთრის პირობებისათვის, რასაც ოჯახური მეურნეობისათვის დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ამრიგად თუთის ნარგაობას არამარტო თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის იყენებენ, არამედ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისათვისაც, ამიტომ იგი ძალზე მნიშვნელოვანი მცენარეა სოფლის მეურნეობაში.

 

სსმმ აკადემიის წევრები საინფორმაციო სივრცეში

სიახლეები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
საინფორმაციო სივრცეში

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში თავისი მონოგრაფიებით, სტატიებითა და ინტერვიუებით. იგი მაღალ მეცნიერულ დონეზე აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ეროვნული ეკონომიკის სისტემური  განვითარების უპირობო პრიორიტეტს და სოფლის მეურნეობის ისეთ აქტუალურ თემებს, რომლებიც ეხება საქართველოს მიწის რესურსებს და ქვეყნისათვის სხვა სასიცოცხლო საკითხებს. გთავაზობთ აკად. ნოდარ ჭითანავას მნიშვნელოვან ინტერვიუებს, რომლებიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე 2020 წლის 27 მარტს, 01 აპრილს და 12 აპრილს.

ბატონ ნოდარისთან საუბარს უძღვება  იური პაპასქუა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსუ პროფესორი.

აკად. ნოდარ ჭითანავას ინტერვიუები, რომლებიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე, იხილეთ ბმულებზე:

ქვეყნის მთავარი სიმდიდრე - მიწის რესურსები    

მთავარი რესურსები მართვის გარეშეა დარჩენილი      

ერის უბედურება იწყება იქ, სადაც ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მქონე მამულიშვილებს უნდობლობას უცხადებენ!    

მილოცვა

სიახლეები

 

         Gugushvili J 75

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილს 2020 წლის 14 აპრილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს იუბილარს ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

       2020 წლის 26 თებერვალს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ინოვაციური ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების  გამოყენება აგრარულ  ტექნოლოგიებში“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი.

        მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში. მომხსენებლის მონაწილეობით დამუშავებული იქნა უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების ელექტრული და მაგნიტური წრედები, ამ ვიბროამგზნებებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები, სხვადასხვა აგროტექნოლოგიურ პროცესებში მათი გამოყენების თეორიული და პრაქტიკული კონცეფციები, შეიქმნა: უკუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნების მაგნიტური გამტარების ორიგინალური კონსტრუქციები, აგრეთვე ენერგოდამზოგი მუდმივი დენის  შემაგნიტებიანი უკუქცევით წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ერთფაზა და სამფაზა სქემები რომლებზეც გაცემულია  საქართველოს პატენტები. შექმნილია მაღალმწარმოებლური, მცირეგაბარიტიანი, ენერგოდამზოგი  ელექტრომაგნიტური მანქანა-დანადგარები. შესრულებული სამუშაოების გამოყენების პერსპექტივა სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა დარგში პერსპექტიულია. ამ ვიბრაციული- მანქანა დანადგარების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში იძლევა საგრძნობ ეკონომიურ ეფექტს.

 

იუბილარი

სიახლეები

აკადემიკოსი ვალერიან ცანავა– 85

ცანავა2020 წლის 25 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილ  წევრს -  აკადემიკოს  ვალერიან ცანავას დაბადებიდან 85  და  სამეცნიერო–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60   წელი  შეუსრულდა. 

         ბატონო ვალერიან!

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ  თარიღებს.  

     გისურვებთ  ჯანმრთელობას,   ხანგრძლივ   სიცოცხლეს,   

ნაყოფიერ და    წარმატებულ შემოქმედებით, სამეცნიერო–პედაგოგიურ და საზოგადოებრივ   საქმიანობას
  ჩვენი ქვეყნის   სასიკეთოდ.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

სიახლეები

            2020 წლის 21 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას, აკადემიის წევრების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პროფ. ს. პავლიაშვილი და მინისტრის მრჩეველი ბატონი ო. კაჭარავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ბატონი ბ. გულუა, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და აკადემიის თანამშრომელები.

          კრება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ აკადემიის ნამდვილ წევრს, გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ღირსეულ მოქალაქეს, აკადემიკოს ვალერიან ცანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი  მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. აკადემიის პრეზიდენტმა აკად ვ. ცანავას გადასცა  აკადემიის მილოცვის დოკუმენტი და  უსურვა ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და მრავალი წარმატებები სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

            21 2 1

კრების დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა ეძლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს აკად. გ. ალექსიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული  საქმიანობის ვრცელი ანგარიში, მიმოიხილა საანგარიშო წელს აკადემიის მიერ ჩატარებული სამეცნიერო ღონისძიებები, მისი მონაწილეობა საზღვარგარეთის სამეცნიერო ფორუმებში, აკადემიის წევრების მონაწილეობა საზღვარგარეთისა და ადგილობრივ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა, სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებთან ურთიერთ თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და აკადემიის წევრების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ. აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა აკადემიის სამომავლო გეგმებზე და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა სამთავრობო ღონისძიებებში აკადემიის მონაწილეობას წყალტუბოს სურსათით უზრუნველყოფისა და სასურსათო უფსაფრთხოების  საქმეში.

            (აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის პრეზენტაციის შინაარსი იხილეთ ბმულზე:  ნაწილი-1,   ნაწილი-2).

         21 2 2 აკადემიის საანგარიშო კრებაზე სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ:

აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი,  აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი,

აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე  აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე და აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი. 21 2 3

აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის 2019 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეაფასა დადებითად.

      აკადემიის საერთო კრებას მიესალმენ და აკადემიის მიერ 2019 წელს ჩატარებული  საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს და აკადემიის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა და სამინისტროს სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო კვლევით ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ.

       აკადემიის საერთო კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც ეხება აკადემიის სამომავლო პერსპექტივებსა და 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში და კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მაღალორგანიზებულ დონეზე ჩასატარებლად  აკადემიის საქმიანობას მოსამზადებელ პერიოდში.

აკადემიის სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან

სიახლეები

            2020 წლის 21 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნინო წერეთელი, ამავე დეპარტამენტის მეცნიერების სამმართველოს უფროსი ბატონი ზაზა მარუაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომელი ბატონი ზურაბ ხუციშვილი.

            სტუმრებს აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა გააქცნეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ანატოლი გიორგაძემ.

21 1 1

            ბატონმა გურამ ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის წევრების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სტრუქტურა და საქმიანობა, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის საქმიანობა, აკადემიის მონაწილეობა სამეცნიერო ორგანიზაციების კვლევით საქმიანობაში, აკადემიის კავშირები მსოფლიოს აგრარული მიმართულების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირი (იტალია);CGIAR– სასოფლო – სამეურნეო კვლევის საერთაშორისო კონსორციუმი (ქ. ვაშინგტონი, აშშ); GFAR - აგრარული კვლევების გლობალური ფორუმი (ქ. რომი, იტალია), GFRAS-აგრარული კვლევების გლობალური საკონსულტაციო ცენტრი (ქ. ბაზელი, შვეიცარია), ICARDA-მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (იორდანია); CIMMYT-ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი (ქ. მეხიკო, მექსიკა); ICRISAT- ნახევრად მშრალი ტროპიკული კულტურების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქ. ბატაჩერუ, ინდოეთი); Bioversity InternatioNALnal - საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი (ქ.რომი, იტალია); ACIRO– მსოფლიო მებოსტნეობის ცენტრი (ტაივანი); CACAARI– ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია (უზბეკეთი); IFPRI- სურსათის პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (ქ.ვაშინგტონი, აშშ); CIP- კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (ქ. ლიმა, პერუ); 21 1 2BACSA – შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაცია (ბულგარეთი); ჩინეთისა (CAAS) და  კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიები; უკრაინის აგრარული მეცნერების ეროვნული აკადემია, ბელორუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ვავილოვის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტი (რუსეთი); ბონის უნივერსიტეტი (გერმანია).

            სტუმრებს აცნობეს, რომ აკადემიას გაფორმებული აქვს 40-მდე ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საზღვარგარეთისა და საქართველოს  სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან.

            სტუმრები გაეცნენ აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს აკადემიის მიერ გამოცემულია მონოგრაფია - 10, დამხმარე სახელმძღვანელო - 5, ლექსიკონი – 2; რეკომენდაციები – 20; კონფერენციების შრომათა კრებული – 5, სამეცნიერო სტატიები – 213, მათ შორის უცხოეთის გამოცემებში გამოცემულია 5 მონოგრაფია და 40-მდე სამეცნიერო სტატია. აკადემიის წევრების მიერ მიღებულია 100-ზე  მეტი პატენტი გამოგონებებზე.21 1 3

            სტუმრებს გააცნეს აკადემიის სტრუქტურა და განემარტათ, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრი, გამომცემლობა „აგრო“, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსონატების საგამოფენო დარბაზი და ა.შ.

            სტუმრებმა დაათვალიერს აკადემიის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები,  აგრეთვე აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომების ჩასატარებელი და  აკადემიის სტიპენდიატების სამუშაო სივრცეები, ისინი გაეცნენ აკადემიის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს და ა.შ. სტუმრებს ასევე გააცნეს აკადემიის სამომავლო გეგმები და  პერსპექტივები, სადაც ხაზი გაესვა აკადემიაში 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩასატარებელ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ ჩასატარებელ გენერალური ასამბლეის სხდომას და იმავე პერიოდში ჩასატარებელ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“. აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო დაეხმარება აკადემიას ამ მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაში და ამავე დროს აკადემიას იმედი აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური დახმარების.

  1. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში აკადემიაში
  2. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
  4. „Euraxess - საქართველოს“ ფართო შესაძლებლობები
  5. ..
  6. .
  7. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
  8. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  9. თანამშომლობა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან
  10. მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ევროპის აკადემიების კავშირში

გვერდი 42 სულ 60

  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com