საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდიუმის 2019 წლის 27 სექტემბრის სხდომის
დღის წესრიგი
თბილისი დასაწყისი 12 საათზე
1. ქართული ვაზის გენოფონდის კვლევისა და დაცვის მდგომარეობის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი;
2. ინფორმაცია აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მიერ 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ;
3. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა” მოსამზადებელი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე;
4. ინფორმაცია სექტემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის შედეგების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
5. მიმდინარე საკითხები.