საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

UEAA

 

Prezident UEAAსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2020 წლის 19 მარტს კორონავირუსის ინფექციის შედეგად იტალიაში გარდაიცვალა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, იტალიის გეორგოფილის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მოდენას და რეჯიო ემილიას უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო მიშელე სტანსა.

პროფ. ანტონიო მიშელე სტანცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიდი მეგობარი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა 2019 წლის ოქტომბერში აკადემიაში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“. მისი უშუალო ინიაციტივით 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილი იყო საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის სხდომისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის - პროფ. ანტონი მიშელე სტანცას ოჯახსა და

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მთელ შემადგენლობას.