განცხადება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „ტყის ეკოსისტემების გარემოს დაცვითი ფუნქციის ოპტიმიზაციის გზები საქართველოში’’.
კონფერენციის ჩატარების თარიღი - 11-12 ივნისი, 2021 წელი.
კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა აკადემიის განყოფილებების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.....)
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.
კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.
(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).