საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იუწყება,
რომ გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
თ ა მ ა ზ კ უ ნ ჭ უ ლ ი ა
წავიდა კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი რიგებიდან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.
სამოქალაქო პანაშვიდი: 2 და 3 ივლისს, 17 საათზე;
მისამართი: ს.ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩა 35, I სადარბაზო,მე-6 სართული,ბინა 15
დაკრძალვა: 4 ივლისს, 14 საათზე (გამოსვენება ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან).