2021 წლის 06 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა UEAA-ს პრეზიდენტი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
სამეთვალყურეო საბჭოს დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად იყო UEAA-ს მიერ ჩასატარებელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები” ჩატარების თარიღის დაზუსტება.
აღინიშნა, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მიზანშეწონილია, რომ კონფერენციის ჩატარების თარიღი გადაიდოს და იგი არ ჩატარდეს 2021 წლის 27-29 ნოემბერს, როგორც ეს იყო დაგეგმილი გასულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
სხდომაზე UEAA-ს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები”, ჩატარდება საქართველოში, თბილისში - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2022 წლის მაისში.
კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით.
UEAA-ს საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.