2021 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი სამეცნიერო განყოფილებებში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის შესახებ შემდეგ სპეციალობებში:
- მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „მეცხოველეობა“- 1 ვაკანსია;
- გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „სატყე საქმე“ – 1 ვაკანსია;
- სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „ბიოტექნოლოგია“ – 1 ვაკანსია.
აკადემიის პრეზიდენტის 2021 წლის 01 სექტემბერის ბრძანების (#80, 01.09.2021) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო საკონკურსო კომისის შემდეგი შემადგენლობით: აკად. ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები-რევაზ მახარობლიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი, იუზა ვასაძე.
2021 წლის 08 ოქტომბერს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
- მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში დოქტ. ანატოლი გიორგაძე:
(დოქტ. ა. გიორგაძის CV იხილეთ ბმულზე... ;
- გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე:
(ს.მ. მეცნ.დოქტორის ლაშა დოლიძის
CV იხილეთ ბმულზე. );
- სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე:
(ბიოლ. მეცნ. დოქტორის ედიშერ კვესიტაძის CVიხილეთ ბმულზე)