საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის  სამეცნიერო განყოფილება „მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები“’’.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2021 წლის 10 ნოემბერი - „მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სტატიის სახით (ელექტრონული ვერსია) სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო     განყოფილებაში   და აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში არაუგვიანეს 2021 წლის  05 ნოემბრისა (ელექტრონული მისამართი: e.shapakidze@gmail.com).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სამეცნიერო სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).