საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2023 წლის 5 მაისს 12 საათზე ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:  

 

საქართველოში სატყეო მეურნეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები

 

კონფერენციის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი)

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა № 51, II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემია.

ვებ გვერდი-www.gaas.dsl.ge.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა სამეცნიერო სტატია უნდა წარმოადგინონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში არაუგვიანეს 2023 წლის 3 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო კონფერენციის ელექტრონულ სამეცნიერო შრომათა კრებულში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნებათ სტატიის ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. კონფერენციაში მონაწილე სტატიის ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).