საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად აცხადებს

კონკურსს   აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად.

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია; აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია.

 

პრემიის მინიჭების პირობები:

            პრემიის მისანიჭებლად კონკურსში მონაწილეობისათვის ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, სამეცნიერო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

            პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელ 3 (სამ) წელიწადში გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

            პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად.

           

          კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წარმომდგენი ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე დაბეჭდილი წარდგინება, რომელშიც აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

2.წარდგინებაში უნდა აღინიშნოს კონკურსში მონაწილის (მონაწილეთა) უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

3.წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას;

4.პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წარდგინებაში ასევე უნდა აღინიშნოს ნაშრომის აპრობაციის ადგილი, მასშტაბები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

5. წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;

6. თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წარდგინებას ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

7. ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კრება, კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

8.   ანოტაცია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

9. ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული უნდა იქნეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის წარმოდგენილი რეცენზია;

10. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (CV), ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4;

11.   დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად;

12.   ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით: ფუნდამენტური ნაშრომი მონოგრაფია, სახელმძღვანელო; გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

         ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებით მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

       საკონკურსო საბუთები მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის    8 მაისიდან 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21).

 

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 593 58 01 37; 579 26 69 88).