საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
აგრარული ინოვაციების კომისიის 2023 წლის 17 მაისის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე
1. ინოვაციები, როგორც წარმოების ფაქტორები და მათი როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
მომხსენებელი: ტელეკომპანია „საფერავის“ ხელმძღვანელი, მეწარმე, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი
2. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 11 მაისი 2023 წელი
2023 წლის 10 მაისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით (23.03.2023) და აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ა.წ. 6 აპრილს №44 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შესახებ. კომისიის მიერ აკადემიის პრეზიდენტად ზემოაღნიშნულ ასარჩევ კონკურსში აკადემიის საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაშვებულნი არიან აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. კომისიის ოქმი და კონკურსში მონაწილეთა CV - ები და მოსაზრებანი (პროგრამა) აკადემიის საქმიანობის სრულყოფის ძირითადი მიმართულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე. #01, #02, #03. # 04.