2023 წლის 10 ნოემბერს, 15:00 საათზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ტარდება
მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა
შემდეგი დღის წესრიგით:
1. აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მისასალმებელი სიტყვა;
2. ქვეყნის სოფლის მეურნეობის და აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
აკადემიის საპატიო და მადლობის სიგელით მეცნიერთა და სპეციალისტ - პრაქტიკოსთა დაჯილდოება;
3. აკადემიის აკადემიკოს მდივნის ალექსანდრე დიდებულიძის მოხსენება თემაზე:
,,სოფლის მეურნეობის სივრცით -ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტები (კახეთის მაგალითზე)“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების
2023 წლის 9 ნოემბრის სხდომის
დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე
1. “საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების“ რისკის შეფასების ინიცირება.
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი
2. ”საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების“ რისკის შეფასება
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ლეილა ტაბატაძე
3. „საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების“ რისკის შეფასების საფუძველზე შემუშავებული რისკის მინიმიზაციის რეკომენდაციები
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი, დოქტორი მაია მეტრეველი
4. სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ელენე ნინიძე
5. მიმდინარე საკითხები