საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

იუნესკოს პროგრამა

UNESCO “მონაწილეობის პროგრამა” 2024-2025

            საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები UNESCO- 2024-2025 წლებისმონაწილეობის პროგრამისფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

მონაწილეობის პროგრამაარის UNESCO- მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი -   42 C/5 მისამართი:   https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000385118; გვ. 88-იდან)

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს UNESCO- სათაო ოფისი (. პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

   დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2024 წლის 12 თებერვლამდესაქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. შემდეგი დოკუმენტაცია:

1.პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);

2.შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);

3.დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციისოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;

4.პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

გთხოვთიხილოთ პროექტის სტანდარტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის წერილი

MES 0 24 0000067385