გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2024 წლის 7 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი
აკადემიის სტიპენდიატის არჩევის შესახებ შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:
- სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია.
- ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - 1 ვაკანსია.
აკადემიის პრეზიდენტის 2024 წლის 01 ივლისის ბრძანების (№52.01.07.2024) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო-საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები: გოგოლა მარგველაშვილი, თენგიზ ყურაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე.
2024 წლის 10 ივლისს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებულ კრებაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
1. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი
(დოქტ. მ. მეტრეველის CV იხილეთ ბმულზე );
ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი
(დოქტ. დ. დუღაშვილის CV იხილეთ ბმულზე ) ;
2. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში:
ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე
(დოქტ. ნ. ჯაბნიძის CV იხილეთ ბმულზე ) .