საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2024 წლის 18 ივლისის საერთო კრების
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
თბილისი დასაწყისი 12 საათზე
1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნრბლობის და სასურსათო ტექნოლოგიის (1 ადგილი) და ეკონომიკურ (1 ადგილი) მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილებების სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე სტიპენდიატების ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის №52 ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა
2. კონკურსანტთა მოხსენებები.
3. არჩევნები.
4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხთა (თემების) შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ფორმირების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტები. ინფორმაცია იხ. ბმულზე
მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) გურამ ალექსიძის საიუბილეო ღონისძიების შესახებ.
მომხსენებლები: საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.