წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 01012-ვეტერინარია; 0103-მეცხოველეობა; 01014 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 0201305-აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინჟინერია;
პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;
პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელ 3 (სამ) წელს გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;
პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:
1. წარმომდგენი ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
3. წერილი – წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას; პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წერილი – წარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს; წერილ – წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ; თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წერილს ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი; თუ ნაშრომს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, წერილი იბეჭდება ჩვეულებრივ ფურცელზე და მას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;
4. ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით;
ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;
5. ნაშრომის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;
6. ნაშრომის რედაქტორის/რედაქტორების წერილობითი დასკვნა (თუ რედაქტორის/რედაქტორების დასკვნა დაბეჭდილია ნაშრომის შესავალ ნაწილში, მაშინ არ არის აუცილებელი მისი წარმოდგენა წერილობითი სახით) დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;
7. ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;
8. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (ჩV) , ავტობიოგრაფია, ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.
9. დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორთა გვარები და ინიციალები, ნაშრომის დასახელება და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:
• ფუნდამენტალური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული);
• გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);
• სახელმძღვანელო
ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.
10. მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 30 დეკემბრის 18 საათამდე აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში, კანცელარიაში საბუთების რეგისტრაციის შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, გარდა შაბათ-კვირისა.
მისამართი: 0102, ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-2 სართული, ოთახი #17. ტელ. 2 94 31 21, 577 711 775.
28 ოქტომბერი, 2016 წელი