საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2018 წლის 30 ნოემბრის პრეზიდიუმის სხდომის
დღის წესრიგი:
თბილისი 12 საათი
1. ინფორმაცია - ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ჩატარებული სამეცნიერო კონფერეციის “ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში” შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
2. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ელექტრომომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედობა.
მომხსენებელი: აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარედ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის თინათინ ეპიტაშვილის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კონსულტანტად აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
5. მიმდინარე საკითხები.