მიმდინარე წლის 7-12 აპრილს ქ. ბათუმში სასტუმროში “ინტურისტ ბათუმი ჰოტელ” ჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
“მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”.
კონფერენციის თემა ზუსტად მიესადაგება საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობას, სადაც უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს საუბრები და დასახულია მრავალი ღონისძიება საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთებში (იხ. ბმულზე):
“საქართველოს რესპუბლიკა”, ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019 წ. #76 (8742) ;