მიმდინარე წლის 10-28 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, დოქტორი დო იუნ ჰუნი, მუნ სუპ იუნი და კიმ სონ ჰუნი. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის განხორციელება. საქართველოს მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი გურამ აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, დოქტორი ნატო კაკაბაძე.
ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ბოსტნეულ–ბაღჩეულის, მარცვლეულის და სხვ. ადგილობრივი ჯიშების და ჯიშპოპულაციების სათესლე მასალის მოძიება-შეგროვება. სულ ექსპედიციის შედეგად შეგროვებული იქნა 500 ნიმუში (თბილისის შემოგარენი, ქობულეთი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მესტია, წალენჯიხა, სენაკი, წყალტუბო, ამბროლაური, ტყიბული, ხაშური, ბოლნისი, მარნეული). აღნიშნული მასალა გაიგზავნა სამხრეთ კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრში.
მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეგროვებული მცენარეთა გენეტიკური მასალის ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.