აკადემიკოსი გურამ ალექსიძე - 80
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გურამ ალექსიძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა, აქედან 55 წელი სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნა.
აკად. გ. ალექსიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ფართოდაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც. ბატონი გურამის საზღვარგარეთ სამეცნიერო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა, თანაც ხელმძღვანელის რანგში, საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ იგი სრულად მიესადაგება ცნობილ გამონათქვამს “იმაზე დიდი მეცნიერება არ არსებობს, ვიდრე სახელი გაუთქვა საკუთარ მამულს”.
აკად. გ. ალექსიძე ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო და აღიარებული მეცნიერია, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, მის კომპეტენტურ სიტყვას აფასებენ და ანგარიშს უწევენ. იგი, ამჟამადაც დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძობს ნაყოფიერ და სასარგებლო სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა გულითადად ულოცავს ბატონ გურამს ღირშესანიშნავ თარიღს, უსურვებს დღეგრძელობას, ყოველივე სიკეთეს და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
P.S. მილოცვის საგაზეთო სტატია იხილეთ ბმულზე.