საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერების მსოფლიო დღე

2019 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. სხდომის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართელოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია პრაზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით.

2001 წელს ,,იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება ნოემბრის თვეში. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე ,,იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ.

ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა. ამავე დროს, მეცნიერების მსოფლიო დღე მიანიშნებს, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთოდ მეცნიერებას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიები არ ჩამორჩებიან ამ საყოველთაო ზეიმს და ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ თარიღს. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და დამსწრე საზოგადოებას ეს დღე და აგრეთვე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს გურამ ალექსიძეს. მეცნიერები დალოცა პროტო პრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ და საპატრიარქოს სახელით ყველას მიესალმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა: ,,მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია, წარსული და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გელათისა და იყალთოს აკადემიების ტრადიციების მემკვიდრეა და ინახავს, თაობებს გადასცემს ცოდნას, რომლის შექმნას ასწლეულები სჭირდება. ეს ცოდნა უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული“

პარლამენტის თამჯდომარის გამოსვლის შემდეგ სიტყვა დაეთმო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ნოდარ ჭითანავას, რომელმაც მოხსენება გააკეთა მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ საქართველოში.

მეცნიერების მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ გამოჩენილ მეცნიერებათა სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატებისთვის დიპლომების გადაცემა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საპატიო ჯილდო აგროქიმიის დარგში მიიღო აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა.

ამავე სხდომაზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი, საქართველოს ოსფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა და აკადემიის წევრ-კოესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com