საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
თბილისი, 19 თებერვალი, 2021 წელი
თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების (თავი X, მუხლი 41, 45, 48, 50) და საქართველო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული (ოქმი #4, 25 აპრილი, 2019 წელი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულებისა“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულმა საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ (ოქმი #1, 11.02.2021) გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებაზე კონკურსში ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დაუშვა შემდეგი კონკურსანტები:
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად
( 1 ვაკანსია) - ტიგინაშვილი ზვიადი;
აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად ( 1 ვაკანსია) - კუპრეიშვილი შორენა, გოჭოშვილი ხვიჩა, ბენაშვილი მამუკა, კაპანაძე ივანე.
2021 წლის 19 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ განყოფილებების წევრები-აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, გ. გაგოშიძე, ა. ვაშაკიძე, ა. დიდებულიძე, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ზ. ფუტკარაძე, ე. შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი. გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების თავმჯდომარე იყო აკად. გივი ჯაფარიძე.
გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომაზე მოისმინეს აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატების ინფორმაციები მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. ინფორმაციების შემდეგ კონკურსანტებმა უპასუხეს სამეცნიერო განყოფილებების წევრების შეკითხვებს.
ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ:
- 1.გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -
დოქტ. ტიგინაშვილი ზვიადი - მიეცა რეკომენდაცია;
- 2.აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -
ბენაშვილი მამუკა- დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
კუპრეიშვილი შორენა - დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
(საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები იხილეთ ბმულზე)