2021 წლის 02 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკად. ნ. ქარქაშაძე, თავმჯდომარის მოადგილე აკად. ჯ. გუგუშვილი). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. თ.ყურაშვილი, აკად. ა.დიდებულიძე, აკად. გ.გაგოშიძე, პროფ. მ.კერესელიძე, ლ.ბალიაშვილი, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, ვეტ.დოქტ. ნ.ზაზაშვილი, ვეტ.მეცნ.დოქტ. მ.ნათიძე, ვეტ.მეცნ.დოქტ. ჯ.ნაჭყებია, დოქტ. ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. ვ.ქვაჭრელიშვილი, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილი, აგრ.ტექნ დოქტ. ნ.დეკანოიძე, აგრ.მეცნ.დოქტ. ლ.ავალიანი, სოფ.მეურნ დოქტ. გ.ბოჭორიშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილი.
მოწვეული სტუმრები: ნიკოლოზ ბურდული - თბილისის მერიიდან; ნოდარ ფოფხაძე, ზურაბ კაკულია,
მარინე მარდაშოვა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
სამეცნიერო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა აკად. ჯემალ გუგუშვილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე „ქ. თბილისის შემოგარენში, უძოს მთის მიდამოებში მეწყერული პროცესების განვითარების დინამიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ“ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა აკად. გიორგი გაგოშიძე.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარსდგა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ გენერალური დირექტორი ლაშა ავალიანი. (მოხსენება იხ. ბმულზე)
მოხსენებების ირგვლივ თავისი აზრი დააფიქსირეს ლ. ბალიაშვილმა, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილმა, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ. გოგოლმა, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილმა, აკად. ა. დიდებულიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა.
სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიიღო შემდეგი დადგენილება: 1. მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს უძოს მთის დამეწყრილი ტერიტორიის გეოლოგიური მედეგობის შესწავლა; 2. უნდა ჩატარდეს ტყის არსებული მასივების ინვენტარიზა ნიადაგის დაძრულ მასებთან ერთად მოთხრილ-მოგლეჯილი, დამსხვრეული მერქნიანი მცენარეების რაოდენობის, მოცულობისა და მათი ცენოტური მდგრადობის შესწავლის მიზნით - მომავალში მსგავსი პროცესების განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი დროული და ეფექტური საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად; 3. მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსდახურთან სასურველია შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ცალკეული მიმართულების პროფესიონალებით, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
(სამეცნიერო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე აკად. გ. გაგოშიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).