საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო ექსპედიცია ბოტანიკურ ბაღში

 

              2021 წლის 08 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსა და გარემოს დაცვის და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მიერ მოეწყო   სამეცნიერო ექსპედიცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯემალ გუგუშვილი.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გიორგი გაგოშიძე, ზაურ ჩანქსელიანი,  მსოფლიო ვეტერინართა ასოციაციის წევრი ლალი ვაშაკიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ყურაშვილი და სხვები.

             სტუმრებს   ბოტანიკური ბაღის ისტორიის და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო დირექტორმა ქალბატონმა ირინე დანელიამ. მან აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი   დაარსდა   მე-17 საუკუნეში. ბოტანიკური ბაღის ტერიტორაა 128 ჰა მდინარე წავკისის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სიგრძე 2,6 კმ, ზღვის დონიდან 700 მ.   ბოტანიკური ბაღი კავკასიაში პირველი და უძველესია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფლორისა და ფაუნის შესწავლაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: დეკორატიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეების ინტროდუქცია, გამრავლება და ადგილობრივი მცენარეულობის და ფლორის შესწავლა.

received 2561551373982413 2ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულია უმაღლეს მცენარეთა 300-მდე სახეობა, გვხვდება - 100-მდე სახეობის გაველურებული ინტროდუცირებული ხე, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის (კავკასიის ფლორის და მცენარეთა შესწავლის) სოფლის მეურნეობის (მეხილეობა, მარცვლოვანი კულტურების შესწავლა, მებოსტნეობა, მდელოსნობა, მცენარეთა სელექცია, მცენარეთა დაცვა და სხვა) მიკოლოგიის და ენტომოლოგიის განხრით, ამჟამად ფუნქციონირებს 4 სამეცნიერო განყოფილება, 4 სამეცნიერო ლაბორატორია, 4 სექტორი, ასპირანტურა, 5 სასელექციო სადგური თავისი კოლექციებით, საცდელი ნაკვეთებით, კავკასიის ადგილობრივი ჰომოლოგიური ბაღით, ბოტანიკურ ბაღს განუზომელი წვლილი შეაქვს კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის შესწავლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკურ ბაღს აქვს 2 ფილიალი: ქუთაისში და ზუგდიდში, შესაბამისი სამეცნიერო განყოფილებებით და ლაბორატორიებით.

ბოტანიკურ ბაღს სამეცნიერო კვლევების ფუნქციონირებისათვის გააჩნია სათანადო ბაზა, მცენარეთა დაცვის, მეთესლეობის და ქსოვილის კულტურის ლაბორატორია, მეყვავილეობის, სამკურნალო მცენარეების განყოფილება, სამკურნალო მცენარეების სექტორები, იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების კონსერვაციის განყოფილება. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება, გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი სისტემატიურად იზრდება უახლესი პერიოდული გამოცემებით. ბოტანიკურ ბაღს მეცნიერული კავშირები აქვს მსოფლიოს 300-მდე ბოტანიკურ დაწესებულებასთან. ბაღი აღჭურვილია კომპიუტერული და ვიდეოტექნიკით, გააჩნია საკუთარი საიტი, მიმდინარეობს ვიდეოთეკის შექმნა, განახლდა სამეცნიერო ექსპედიციები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ.გაგოშიძემ, ზ. ჩანქსელიანმა. აკად. დოქტორმა ლ. ვაშაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორს ქალბატონ ირინე დანელიას და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com