საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ საკითხებზე მომუშავე
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საქართველოში
მეცნიერებისა და ინოვაციების სტატისტიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 8 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის წევრების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოხელეების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით გაიმართა სხდომა, რომელზეც განხილული იყო „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაცია საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების სტატისტიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ“. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშობაში მონაწილეობის მიღებისათვის. შემდეგ ისაუბრა „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩატარებული სამუშაოების ირგვლივ, მადლობა გადაუხადა საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს გაწეული შრომისათვის.
სხდომაზე ბატონ რ. მეტრეველის გარდა სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ბერიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ლადო პაპავა და ქართლოს ყაჭიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მათ მიერ მოწოდებული მონაცემების გამოყენების აუცილებლობაზე სხვადასხვა მეცნიერული კვლევების მიმართულებით.
სხდომის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.