2022 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, აკადემიის აკადემიკოს მდივანს, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ელგუჯა შაფაქიძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო, პედაგოგიური და
საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი
შემადგენლობა ულოცავს ბატონ ელგუჯას ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.