საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში

     312153662 1122739568416396 5019125070851944486 n   მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ გოლოსიივსკის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი საწარმო - მეფუტკრეობის განვითარების კერა“, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობა გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა სამეცნიერო და ინოვაციების ნაწილში, პროფესორმა ვადიმ კონდრატიუკმა, მისასალმებელი სიყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანმა რუსლან კონონენკომ.

       კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში მონაწილება მიიღო და მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი). პლენარულ სხდომაზე მოხსენებით „ახალი მიმართულებები საქართველოს ფერმერულ მეფუტკრეობაში“ გამოვიდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან, უზბეკეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. სულ კონფერენციაზე მოსმენილი იქნა 17 მოხსენება, რომლებიც ეხებოდა ფუტკრის სელექცია-გენეტიკისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის სხვადსხვა საკითხებს. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის მეფუტკრეობის კათედრის გამგემ, პროფესორმა ნიკოლოზ პოვოზნიკოვმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com