საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა
2022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის აგროინჟინერიის მენიერებათა განყოფილების სხდომა. სხდომას ეწრებოდნენ განყოფილების წევრები აკადემიკოსები რ, მახაობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, ა. დიდებულიძე, აკადემიის სტიპენდიატი დოქტ. გ. ქუთელია, მოწვეული სტუმრები პროფ. ზ. მახარობლიძე, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - პროფ. გ. ჯავახიშვილი, პროფ. ე. კუხალაშვილი, დოქტორები შ. კუპრეიშვილი და თ.სუპატაშვილი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დოქტორები მ. ნადირაშვილი და მ. ცარციძე, განყოფილების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი.
დღის წესრიგი:
1. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ შედეგების შესახებ.
მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);
2. ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვის და გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიის შესახებ.
მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ედუარდ კუხალაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე);
3. მიმდინარე საკითხები.