საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზენტაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზენტაცია

საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების შესახებ

2022 წლის  04  ნოემბერს საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ინოვაციებისა  და მაღალი  ტექნოლოგიების  ცენტრის   სხდომაზე   მოსმენილ იქნა   საქართველოს   სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსისა  და   აკადემიური  დეპარტამენტის  უფროსის,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა  შაფაქიძის  მოხსენება:  „საქართველოს  მეაბრეშუმეო­ბისათვის  ინოვაციური  ტექნოლოგიების  დამუშავება“.IMG 9455555555555555515

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ   საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, ეს ძირითადად განპირობებულია იმ მანქანებისა და მექანიზმების შექმნის სირთულით, რომლებიც საჭიროა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის.

მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების სიმცირის გამო აბრეშუმის პარკის წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია, მაგალითად, 100 კგ აბრეშუმის პარკის მისაღებად საჭიროა 700-მდე კაც-საათი. ამ დანახარჯებიდან დაახლოებით 15% მოდის საკვების დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე, 20%-მდესაკვების მომზადებაზე (ღეროებიდან ფოთლების გაცლა, დაჭრა და დაქუცმაცება), 60%-მდეთუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებაზე და დაახლოებით 10% –  პარკის ჩამოკრეფაზე, დახარისხებასა და გაწმენდაზე. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საკვების დამზადებასა და მომზადებაზე, განსაკუთრებით თუთის აბრეშუმხვევიის გამოკვებაზე, საკმარისად დიდი დანახარჯებია და ამდენად, ამ ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის საკითხები მეტად აქტუალურია.

IMG 9412 1024x683

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა მიერ ჩატარებულია სამუშაოები, რომელთა შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებით  და საქართველოს პატენტებით გამოგონებებზე, დამზადებულია თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები დანადგარების, .. დოზატორის, საკვების დარიგებისა და ნაძირის გამოცვლის, ასევე  აბრეშუმის პარკის ნაპერტყულისაგან გამწმენდი და ძაფის ამოსახვევი მოწყობილობების ექსპერიმენტული ნიმუშები.

IMG 9433 1024x683

    მოხსენებამ  დამსწრეთა  დიდი   ინტერესი გამოიწვიადისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს  აკადემიკოსებმა:   გიორგი  კვესიტაძემ,   როინ   მეტრეველმა,   რამაზ   ხუროძემ,   ვლადიმერ ციციშვილმა  და  რამაზ   ხეცურიანმა,   საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტმა  გივი  ჯაფარიძემ,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მრჩეველმა  ომარ კაჭარავამ,  საპატრიარქოს  პროფესიული  სწავლების  ცენტრის   წარმომადგენელმა   კახაბერ  ვარდუკაძემ,  პროფესორმა  ნუგზარ  ებანოიძემ,  დოქტორებმა  ნარგიზ  ბარამიძემ,  ირაკლი  გუჯაბიძემ  და პეტრე ბერაიამ,  რომლებმაც  დადებითად  შეაფასეს  მომხსენებლისა  და მისი ჯგუფის  მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობახაზი გაუსვეს საქართველოში  მეაბრეშუმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიურიაგრეთვე  ეკოლოგიურიეთიკისა და დემოგრაფიული   ფაქტორების   კომპლექსური   მეცნიერული   ანალიზის ჩატარების   აუცილებლობას,  რომლის   შედეგები   აისახება  საქართველოს  მთავრობისადმი  გაგზავნილ  წინადადებებში.

  


...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com