2023 წლის 23 მარტს მოწვეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, კოღუაშვილი პაატა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაფარიძე გივი; აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი; მოწვეული სტუმრები: დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი, აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ჩაიკა ლარისა, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.
აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე,კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულების პროექტის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; 4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე; 8. მიმდინარე საკითხები.
დამტკიცდა აკადემიის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეთა სია, დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი.
კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ (მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
აკადემიის საერთო კრებაზე კრების მონაწილეთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით დოკუმენტურად წარმოდგენილი იქნა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული მუშაობის ამსახველი საინფორმაციო მასალები (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშები აკადემიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი „მოამბე“; ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „აკადემიის მაცნე“; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების მიერ 2018-2023 წლებში გამოცემული რეკომენდაციები (88 რეკომენდაცია; ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებულები (21 შრომათა კრებული); აკადემიის წევრების მიერ გამოცემული მონოგრაფიები, წიგნები და სახელმძღვანელოები (სულ 90); ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია), CGIAR (სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი), FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია), ICARDA (მშრალი ტერიტორიების სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორისო ცენტრი), CIMMYT (ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი), Bioversiti Interneishenel (საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი). აგრეთვე აკადემიის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსიის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავის, გორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. აკადემია წლებია წარმატებით თანამშრომლობს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მეცნიერ-მკვლევარებთან.
აკადემიის საერთო კრების მონაწილეთა მიერ განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირთან (UEAA) აკადემიის თანამშრომლობის შესახებ, რომლის წევრიც აკადემია გახდა აკადემიკოს გურამ ალექსიძის პრეზიდენტობის დროს.
აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მისი პრეზიდენტის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად და წარმატებულად და აკადემიკოს გურამ ალექსიძეს აკადემიის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის გამოეცხადა მადლობა.
კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევამდე (საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე) აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკადემიკოს გივი ჯაფარიძის დამტკიცების შესახებ (ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
განხილული იქნა აკადემიის საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
დასასრულს კრების თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აკადემიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.