განათლებისა დამეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს,
აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს და პრეზიდენტის მოადგილეს, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძეს შეხვდა.
გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, გივი ჯაფარიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა ის შესაძლებლობები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.