საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

20240207 1304112024 წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგრარულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიის კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული, აკადემიის მთავარი სპეციალისტი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, მარიამ მოსაშვილი, ლარისა ჩაიკა და დალი თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი, ბატონი გენადი გობაძე; ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი შოთა ლამპარაძე, 20240207 130704საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მემცენარეობის განვითარების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ბატონი ნოდარ ხოხაშვილი, სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. 20240207 133528

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურებაზე მეცნიერებაში, როგორც პირველ ქალბატონ სელექციონერზე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩაის ახალი, მაღალპროდუქტიული და მაღალხარისხიანი ჩაის ჯიშების გამოყვანაში, ქვეყანაში მეჩაიეობის დარგის განვითარებაში; ხაზი გაუსვა მის კვლევებს ჩაის მცენარის ბოტანიკის, ანატომიის, ციტოლოგიისა და გენეტიკის დარგში. შემდეგ ბატონმა გურამმა მრგვალი მაგიდის დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა გადასცა აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე - ცხოვრება და მოღვაწეობა“. ქალბატონმა გოგოლამ ფართოდ გააშუქა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ განვლილი სამეცნიერო გზა. აღნიშნა, რომ ქ. ბახტაძემ მეცნიერებისადმი ლტოლვა სტუდენტობიდანვე გამოამჟღავნა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის თესლის საკონტროლო სადგურში. მოგვიანებით იგი გადავიდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ქალბატონ ქსენია ბახტაძის დამსახურებაა საქართველოში და არა მარტო საქართველოში ჩაის კულტურის დანერგვა-დარაიონება. თავისი კვლევების შედეგები ქ. ბახტაძემ არაერთ სამეცნიერო ნაშრომსა თუ პუბლიკაციაში ასახა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნი „ჩაის მცენარის ბიოლოგია, სელექცია და მეთესლეობა“.   ხელისუფლებამ ჯეროვნად დააფასა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ გაწეული შრომა და იგი მრავალგზის დააჯილდოვა ორდენებითა და ოქროს მედლებით. 20240207 140532

აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ჩაის კულტურის გაშენების ისტორიის შესახებ. აღინიშნა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურება ამ მიმართულებით. მომხსენებლის მიერ პარალელები იქნა გავლებული საქართველოში ჩაის კუტურის გაშენების აკადემიკოს ქ. ბახტაძის დროინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის. ყურადღება გამახვილდა იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ ამჟამად ქვეყანაში ჩაის კულტურის მიერ დაკავებული ფართობები საგრძნობლად შემცირდა, მისახედია სელექციური სამუშაოებიც. მოხსენების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ქართული ჩაის შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ იხილა საქართველოში გაშენებული ჩაის საუკეთესო პლანტაციები, ჩაის ნერგის დაკალმება, ჩაის მცენარის სახესხვაობები, ასევე მოისმინა ჩაის გაშენებასთან და მის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული საკითხები.

მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა პროფესორი შოთა ლამპარაძე, რომელიც უშუალოდ იცნობდა ქაბატონ ქ. ბახტაძეს. მან აღნიშნა, რომ აკადემიკოსი ქ. ბახტაძე არამარტო კარგი მეცნიერი და გამორჩეული მკვლევარი იყო, არამედ საუკეთესო პედაგოგიც, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას უანგაროდ გადასცემდა მომავალ თაობას. არ ყოფილა საკითხი, რომლითაც მიემართათ ქალბატონი ქსენიასთვის და მას სრულყოფილი პასუხი არ გაეცა. 

აჭარაში ჩაის კულტურასთან, მის წარმოებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ბატონმა ლევან ბოლქვაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩაისთან დაკავშირებული საუკეთესო ტრადიციები, რომლებსაც აჭარაში ჩაეყარა საფუძველი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

ბატონმა ნოდარ ხოხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მეჩაიეობის დარგის განვითარების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გამოთქვა დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც აქტიურად ჩაერთვება.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს ქსენია ბახტაძის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისათვის.

მრგვალი მაგიდის მუშაობა გაშუქებული იქნა   საფერავი ტვ-ს მიერ.

Screenshot 2024 02 12 153415

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com