საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ტყის საერთაშორისო დღე

 

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

        

93b96864 3a85 4384 91bc c5037342e206    მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა თემატური სხდომა: აჭარის ტყეებში გავრცელებული ინვაზიური მავნებელ-დავადებები და მათი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები“, რომელიც მიეძღვნა ტყის საერთაშორისო დღეს.

     სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები. 5bc6cd85 45da 48d4 9592 0b3b5eb94aeb

            სხდომაზე მოხსენებით აჭარის ტყეებში გავრცელებული ინვაზიური მავნებელ-დავადებები და მათი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები“ გამოვიდა ს/მ დოქტორი რ. ვასაძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემებით აჭარაში ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე აღირიცხება ველუ­რად მოზარდი ხე-მცენარეთა 1837 სახეობა, მ. შ. 177 - მერქნიანი. თითოეული მათგანი მავნებელ-დაავადებების მასპინძელ მცენარეს წარმოადგენს, რომელზეც მეტ-ნაკლები ინტენსი­ვობით დასახლებულია მწერი, სოკო, ვირუსი ან სხვა. ბევრი მათგანი საშიში საკარანტინო მავნებლების სიაშია შეტანილი, თუმცა არიან მავნებლებიც, რომელთა რიცხოვნობა იმდენად დაბალია, ხოლო ზიანი იმდენად უმნიშვნელო, რომ ისინი პრაქტიკულად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა კლიმატური ცვლილებების ფონზე მოსალოდნელია მათი აფუთქარება, ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. დოქტორმა რ. ვასაძემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ისეთ მავნებლებზე, როგორებიცაა: მბეჭდავი ქერქიჭამია, კენწეროს ქერქიჭამია, ნაძვის დიდი ლაფანჭამია, ექვსკბილა ქერქიჭამია, ფიჭვის დიდი ლაფანჭამია, ფიჭვის პატარა ლაფანჭამია, ბზის სიდამწვრე, წაბლის ქერქის კიბო და სხვ.; აღწერა ამ მავნებლების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები, განვითარების ციკლი; ისაუბრა მათ მიერ მიყენებული ზიანზე და ა. შ. ბატონმა რეზომ მსმენელთა ყურადღება ასევე გაამახვილა ისეთ მავნებელ-დაავადებებზე, როგორებიცაა: საჭმელი წაბლის ცილინდროსპორიოზი, ინფექციური დაავადება მელანა, მუხის ბაღლინჯო, მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი და სხვ.

აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში აჭარის ტყეებში მეტად სავალალო მდგომარეობაშია კოლხური ბზა, რომელსაც ერთი მხრივ უტევს სოკოვანი დაავადება ანუ "სიდამწვრე", მეორე მხრივ კი - ბზის ალურა. ბზის „სიდამწვრ“-ის გამომწვევია პათოგენური სოკო. ახლადდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და ცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტები, საბოლოოდ კი მთლიანად ხე. მეორე მიზეზით, ბზის ხმობა გამოწვეულია ბაქტერიებით, ნიადაგის სოკოებით და უნაყოფო სოკოს მიცელიუმით. აღნიშნული ბაქტერიები და ნიადაგის უნაყოფო სოკოს მიცელიუმი იწვევს მცენარის ფესვების ბუსუსების დაზიანებას, ლპობას, რაც გამოიხატება მცენარის კვების რეჟიმის დარღვევით. მცენარე ჭკნება, ცვივა ფოთლები და ხმება. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ალურას წინააღმდეგ გატარდა ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიება-წამლობა. მოხდა ბზის შეწამვლა შერჩეული ბიოლოგიური პრეპარატით - ლეპიდინით, რომელიც დამზადდა Bacillus thuringiensis var. kurstaki-ის (BTK) ბაზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ლეპიდინი არ არის ტოქსიკური და ცოცხალი ორგანიზმებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. cb096624 6885 4474 968e d189c1689cce

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა რ. ვასაძემ ამომწურავი პასუხები გასცა.

თემატურ სხდომაზე ასევე მოხდა წიგნების: „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში (ავტორები: გ. ქავთარაძე, ლ. ბასილაძე, ე. ავოიანი და სხვ.) და „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით (ავტორები: რ. ვასაძე, ზ. ვასაძე) პრეზენტაცია-განხილვა.

პირველ ნაშრომთან დაკავშირებით აუდიტორიის წინაშე წარსდგა დოქტორი გ. ქავთარაძე, ხოლო მერე წიგნის ირგვლივ ისაუბრა დოქტორმა რ. ვასაძემ.

ორივე ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა შეკითხვები, რაზეც მომხსენებლების მხრიდან კვალიფიცირებული პასუხები  გაიცა. ორივე წიგნმა მსმენელთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

თემატური სხდომის ბოლოს გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის.

 

 

საქართველოა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. ინფორმაცია იხ. ბმულზე

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com