საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს

ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

 

01e1eaed 3b21 4cc1 a226 e5137473ef19 მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით მიძღვნილ სხდომას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ბაციკაძე;f5714b96 bcfa 4298 ae59 6e6fcb0e209c საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

სხდომა გახსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, ბატონმა დავითმა ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე და სიახლეებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე. აღინიშნა, რომ ფაკულტეტზე მოქმედებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა. გარდა ამისა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით შემუშავებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელთა დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ორმაგ, ქართული და ევროპული უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ.

3c258cbb a192 4327 8486 8f2b23fcb1ce საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ბატონმა გივიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დ. გურგანიძეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და უნივერსიტეტის მეცნიერ-პედაგოგებს გულთბილი მიღებისათვის. აუდიტორიას გააცნო აკადემიის სტრუქტურა. ისაუბრა აკადემიაში მოქმედ სამეცნიერო განყოფილებებზე, მათ საქმიანობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის წლების განმავლობაში არსებულ ახლო საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას. აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ ინსტიტუციას შორის კიდევ უფრო მეტად დააახლოებს მათ და   სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის გაღრმავების საშუალებას მისცემს. ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, ტრენინგები აგრარული დარგში არსებულ პრობლემატურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ: ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტაზე, მეცნიერთა შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებაზე; ინტელექტუალური შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, განათლების, მეცნიერებისა და წარმოების ინტეგრაციის ხელშეწყობაზე და სხვ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com