საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო ფესტივალი

სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის

უკეთესი მომავლისათვის“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

           

       f0fd96ab 0671 4126 981f 91b8d3ddfc00      მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამეცნიერო ფესტივალის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, ფარგლებში მოეწყო საზეომო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა,  მკვლევარებმა, სტუდენტებმა,  ქუთაისის და ზესტაფონის საჯარო სკოლების   უფროსკლასელებმა  და სხვ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის, კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა და აკადემიის  საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა,  დოქტორმა  თინათინ ეპიტაშვილმა.

            ფესტივალზე, რომელიც უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩატარდა, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ უნივერსიტეტში შემავალი ცალკეული ფაკულტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.    6de7f928 a4ed 4402 89b5 684ed2280ae.jg

            აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს უწყვეტად სტუმრობდა დამთვალიერებთა ნაკადი, რომელთა შორის იყვნენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები, ასევე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა და აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა ფესტივალის მონაწილეებს გააცნეს აკადემიის საქმიანობა, სამომავლო გეგმები, ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებზე. ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქართულმა ფუტკარმა, რომლის შესახებაც მ. ბარვენაშვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია აკადემიაში გამოცემულმა რეკომენდაციებმა და სამეცნიერო შრომათა კრებულებმა, რომელთა უდიდესი  ნაწილიც გადაეცათ დაინტერესებულ პირებს.

     29d96758 9887 4f5f b790 93d4906dd48b        ფესტივალს ესტუმრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც დაათვალიერა პავილიონები და წარმოდგენილი ექსპონატები.

            ფესტივალზე ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოპანია "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" შორის,  რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა კირთაძემ და კოპანია "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ბატონმა თემურ ჭყონიამ.  ბატონმა თ. ჭყონიამ უნივერსიტეტის 21 სტუდენტს, რომლებმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს ორიათას ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო უნივერსიტეტს - 25 000 ლარი გადაურიცხა, რაზედაც შ. კირთაძემ დიდი მდლობა გადაუხადა.

            ფესტივალის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი.

           

             

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com