საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე,
საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე
საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილებით,
საინჟინრო საქმის განვითარებაში დიდი წვლილისათვის, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების
დამუშავებისა დ დანერგვის საქმეში მიღწეული მაღალი მედეგობისთვის, სახელმწიფოთაშორისო
სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებაში მონაწილეობისათვის და
საქართველოს საინჟინრო აკადემიის 30-წლისთავთან დაკავშირებით
დაჯილდოვდა მედლით „საინჟინრო მამაცობისათვის.“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ამ დიდ ჯილდოს ბატონ თამაზს,
უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია