საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

დაჯილდოება

მწვანე და აგროსტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია

 

მიმდინარე წლის 28 თებერვალს სასტუმრო ‘’შერატონ გრანდ მეტეხი პალასში’’ გაიმართა მწვანე და აგროსტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია.

მწვანე სტიპენდიებისპროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივისკლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით; „აგროსტიპენდიებისპროგრამას ასვე ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  დაფინანსებით.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, იური ნოზაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლი  საქართველოში დაგლას უები, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი - ლაშა დოლიძე, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები.

დაჯილდოების ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა. მან განაცხადა, რომ:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამუმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას  სათავეში უდგას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიცმწვანე  და აგროსტიპენდიებისამბიციურ პროგრამას უკვე სამი წელია ახორციელებს. 64 სტიპენდიანტ სტუდენტს, 10  უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, 500-დან 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცათ. „მწვანე და აგროსტიპენდიებისტუდენტებისთვის არის დამატებითი სტიმული სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღებისათვის“. აღინიშნა, რომმწვანე და აგროსტიპენდიებისპროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებებით პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისებას.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ეროვნული ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.

მწვანე და აგროსტიპენდიატების პროგრამების მიმოხილვით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა თამარ ალადაშვილი.   მან აღნიშნა, რომ „მწვანე სტიპენდიებივრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ბუნების დაცვა და მეტყევეობა, ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, გამოყენებითი გეოგრაფია, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, ხოლო აგროსტიპენდიები ვრცელდება პროგრამებზეაგრონომია, სასურსათო ტექნოლოგიები, ვეტერინარიამევენახეობა-მეღვინეობასატყეო საქმე, მცენარეთა დაცვა და სხვა.

შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. აგროსტიპენდიები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის გადაეცათ: კოლეჯს „პრესტიჟი“ - კახეთი, თელავი; კოლეჯს „ჰორიზონტი’’ - გურია, ჩოხატაური; კოლეჯს „განთიადი’’ - შიდა ქართლი, გორი; ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს - მცხეთა - მთიანეთი; „კასპის კოლეჯს’’ - შიდა ქართლი; კოლეჯს „თეთნულდი“- სამეგრელო - ზემო სვანეთი; კოლეჯს „ფაზისი’’- ფოთი; კოლეჯს „აისი’’- კახეთი, გურჯაანი; კოლეჯს „ლაკადა’’- სამეგრელო, წალენჯიხა; კოლეჯს „ბლექსი’’- ბათუმი, აჭარა; კოლეჯს „მოდუსი’’- ქვემო ქართლი; კოლეჯს „ახალი ტალღა’’- ქობულეთი, აჭარა.

 

 ddd

 

აგროსტიპენდიები უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს.

მწვანე სტიპენდიები უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გადაეცათ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com