საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქმიანი ვიზიტი აკადემიაში

f1230a40 d9f7 418a 9cd5 69d400e21d15

        მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი და ამავე დეპარტამენტის მეცნიერებისდა ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი ბატონი მინდია ოკუჯავა. სტუმრები გაეცნენ აკადემიის სტრუქტურას, დაათვალიერეს სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, საინფორმაციო ცენტრი, რის შემდეგ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქმიანი საუბარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კონსულტანტი აგრარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და აკადემიის აპარატი.983fa35a a4c0 4d86 a73d 8ff025655abc

სამუშაო შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მან სტუმრებს დაწვრილებით გააცნო აკადემიის საქმიანობა, მისი ურთიერთობა ადგილობრივ და საზღვარგარეთის აგრარული პროფილის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებთან. ისაუბრა აკადემიის აჭარისა და დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრებზე, აკადემიის ურთიერთობებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებთან. ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდზე, რომელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ფონდის დაფინანსებით აკადემიას არაერთი საერთაშორისო კონფერენცია აქვს ჩატარებული. პრეზიდენტმა სტუმრებს ასევე გააცნო აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა. აღინიშნა, რომ აკადემია გამოცემს სამეცნიერო შრომათა კრებულ „მოამბეს“, ყოველკვარტალურ სარეკლამო-საინფორმაციო ბიულეტენ „მაცნეს“, რეკომენდაციებს, ბროშურებს, ადგილობრივი კონფერენციების შრომათა კრებულებს და სხვ. ხაზი გაუსვა აკადემიაში აგრარული დარგის მიმართულებების

85d49935 94cb 4fe1 b670 17fcca8e6b06მიხედვით ჩამოყალიბებულ კოორდინატორთა ინსტიტუტის მნიშვნელობას, ასევე პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიისა და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს ფუნქციას. სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ აქტივობებზე, რომელიც აკადემიამ გაწია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში წარდგენილი ქართული ხორბლის ნამზადთან დაკავშირებული ტრადიციების შესატანად. აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აკადემიაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემებიც განიხილა, კერძოდ: აკადემიკოსთა ასაკთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უმრავლესობა მხცოვანი ასაკისაა, თუმცა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო, ახალი წევრების არჩევა შეჩერებულია, გადაუწყვეტელია აკადემიკოს-მდივანთა და სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ-მდივანთა დაფინანსებისა და წევრ-კორესპონდენტთა არჩევის საკითხი და სხვ. 544e6565 c8fc 4271 9dd5 2d49f27cc127

ქალბატონმა ქ. ქოქრაშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც აკადემია იჩენს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით. აღნიშნა, რომ წარსული საქმიანობიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც ზოგადად სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წინაშე დგას. შემდეგ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანას შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის. მათ შორის გამოყო სამეცნიერო და კვლევითი პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ მეცნიერებებს დაუთმო, მიზეზად კი ქვეყნის აგრარული მიმართულება დაასახელა. ქალბატონი ქეთევანის აზრით, ქვეყანაში არსებული რესურსები, მათ შორის ბუნებრივი, ბევრად უფრო ახლოს დგას გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობასთან. აქედან გამომდინარე არსებული გამოწვევებიც გაცილებით ადვილი დასაძლევი იქნება.

საუბრისას ქალბატონმა ქეთევანმა ახსენა ფონდი „ჰორიზონტი“.  მან გამოთქვა სურვილი, რომ აკადემია აქტიურად ჩართულიყო აღნიშნულ და სხვა საერთაშორისო საგრანტო ფონდებთან თანამშრომლობაში.

შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და წარმატება და წინსვლა უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com