2016 წლის 08 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის წიგნის “ღვინის დაყენება” პრეზენტაცია.
წიგნი დაიწერა და გამოიცა 1895 წელს, ხოლო განმეორებით გამოიცა 2016 წელს გამომცემლობა "მერიდიანის" მიერ (გამომცემელი კახა რუსიძე, რედაქტორი ბონდო კალანდაძე), იგი სახელმძღვანელოა სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯების მოსწავლეთათვის, პრაქტიკოსებისა და მეწარმეებისათვის, განსაკუთრებით ოჯახური მეღვინეობის მეწარმეთათვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსმმ აკადემიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკად. არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და სხვა თანამშრომელები, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსები, ვეტერანი მეღვინეები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.
პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და წიგნის "ღვინის დაყენება" მეცნიერულ ღირებულებებზე მოხსენებით გამოვიდა აკად. ნოდარ ჩხარტიშვილი;
წიგნის "ღვინის დაყენება" ღირებულებებზე და მის ავტორზე პროფ. ვ. პეტრიაშვილზე ისაუბრეს ახალი Gგამოცემის რედაქტორმა ბონდო კალანდაძემ, აკად. ზურაბ ცქიტიშვილმა, წიგნის ახალი გამოცემის იდეის ავტორმა ბატონმა მამუკა ბერიაშვილმა, საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი სამანიშვილმა, აკად. ნ. ბაღათურიამ, პროფ. რ. გახოკიძემ და სხვებმა.
პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა ვ. პეტრიაშვილის წიგნის "ღვინის დაყენება" (ახალი გამოცემა) გამოფენა-გაყიდვა.