2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: “სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების წევრებმა აკად. რ. მახარობლიძემ და აკად. ე. შაფაქიძემ, განყოფილების სწავლულმა მდივანმა, დოქტ. მ. ბარვენაშვილმა, აკადემიის მთავარმა სპეციალიტმა დოქტ. გ. მოსაშვილმა და წამყვანმა სპეციალისტმა მ. მოსაშვილმა, აკადემიის აგროსაინჟინრო მიმართულების ეროვნულმა კოორდინატორმა, ტექნ. მეცნ. დოქტორმა, სტუ-ის დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. ი. ყრუაშვილმა, სტუ-ს პროფესორებმა ზ. ლობჟანიძემ, ი. ინაშვილმა და კ. ბზიავამ, სტუ-ს დოქტორანტმა დ. ლორთქნიფანიძემ, მოწვეულმა სტუმრებმა.
ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა პროფ. ი. ინაშვილმა, რომელმაც აღნიშნა ის ძირითადი მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის დღევანდელ მდგმარეობას და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი განსახორციელებელი ღონისძიებების დროულად ჩატარებას და განსაკუთრებით აღინიშნა, რომ აუცილებელია უმოკლეს ვადებში მომზადდეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარების მოკლე და გრძელ ვადიანი კონცეფციები და საკანონმდებლო ბაზა, რომლებიც ძირეულად გააუმჯობესებს დარგში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას.
აღინიშნა აგრეთვე, რომ სატელვიზიო კომპანიამ “საფერავი”, რომელთანაც აკადემიას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, თავის გადაცემებში ფართოდ ასახოს ზემოთაღნიშნული დარგის განვითარებისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება, რუბრიკაში “მეცნიერები ფერმერებთან” მოიწვიოს დარგის წამყვანი მეცნიერები და ა.შ.